.მაქვს დანიშნული ანალიზი კორტიზოლის განსაზღვრა 24 ... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

15-01-2015

-გამარჯობა.მაქვს დანიშნული ანალიზი კორტიზოლის განსაზღვრა 24 საათიან შარდში.თუ შეგიძლიათ მითხრათ,როგორ მოვემზადო ამ ანალიზისთვის.დიდი მადლობაააააა

პასუხი
-შარდის შეგროვების წინ საჭიროა გარეთა სასქესო ორგანოების ტუალეტი. სპეციალური კონტეინერი უნდა მოიტანოთ ლაბორატორიიდან, რადგან მასში უნდა იყოს კონსერვანტი. შარდის შეგროვება ხდება ერთი დღე-ღამის განმავლობაში 2-3 ლ მოცულობის ჭურჭელში: დილით (ძილის შემდეგ) უნდა მოხდეს შარდის ბუშტის დაცლა, რის შემდეგაც შარდი გროვდება ერთ ჭურჭელში, შარდი უნდა შენახულ იქნას მაცივარში ქვედა თაროზე; ჭურჭელზე აღინიშნება სადღეღამისო რაოდენობა და შემდეგ შარდი გადააქვთ უფრო მცირე მოცულობის ჭურჭლში 100მლ ოდენობის.
გამოკვლევემდე 12 სთ-ით ადრე რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი საკვები, აგრეთვე პროდუქტი, რომელიც ფერს უცვლის შარდს (ჭარხალი, სტაფილო), 2 დღეღამით ადრე (ექიმთან შეთანხმებით) უნდა შეწყვიტოთ ესტროგენების, ანდროგენების და შარდმდენების მიღება. ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ფიზიკური და ემოციონალური დატვირთვა და არ მოწიოთ შარდის შეგროვების პროცესში (ერთი დღეღამე).
ნებისმიერ შემთხვევაში დეტალების დასაზუსტებლად ექიმთან კონსულტაცია დაგჭირდებთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად