მოგესალმებით, გთხოვთ მიპასუხოთ რა იწვევს (რომელი ჰ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
15-01-2015

-მოგესალმებით, გთხოვთ მიპასუხოთ რა იწვევს (რომელი ჰორმონის ნაკლებობა/მეტობა) თვეების ბავშვში (5-6 თვის ) სასირცხო ბაგეების შეხორცებას. რამდენად საშიშია? აუცილებელია თუ არა ქირურგიული ჩარევა? თუ შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობა ან მკურნალობა მხოლოდ გვირილის აბაზანებით? წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
-გახანგრძლივებულმა ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს მცირე ბაგეების შეხორცება. ერთერთი მიზეზი შეიძლებ იყოს პამპერსი; გოგონას სასქესო ორგანოების ლორწოვანი ვერ უძლებს ხანგრძლივ გაღიზიანებას, მით უმეტეს - ჭუჭყიანი პამპერსით. მცირე ბაგეების ლორწოვან გარსზე ჩნდება მიკრონაპრალები. ბაგეები ხორცდება და სასქესო ნაპრალი იხურება.
ასევე, სასურველია, ჩვილს საკუთარი საწოლი ჰქონდეს და მშობლებთან ერთად არ ეძინოს. რადგან თუ მშობლებს აქვთ ანთებითი დაავადება, არსებობს ინფიცირების საშიშროება, თუ ჩვილის გვერდით წოლის აუციულებლობა არის, მაშინ ჩვილს საკუთარი საფენი უნდა დაუფინოთ, რათა მისი სხეული მშობლების ზეწარს არ შეეხოს.
პირველ რიგში მიზეზი უნდა დადგინდეს და გამომდინარე აქედან გაირკვევა მკურნალობის საკითხიც. ბავშვთა გინეკოლოგის სასწრაფო კონსულტაციაა საჭირო. მედიკამენტური მკურნალობის შედეგად მცირე სასქესო ბაგეები იხსნება. თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად