რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 21 წლის 2014 წლის ივლისში დავიწყე მკურნალობა კანდიდას ტიპის სოკოზე(სასქესო ორგანოს), მაგრამ ახლა ისევ შემაწუხა თეთრი ფერის გამონადენმა, ქავილი არ მაქვს თითქმის, მენსტრუაციის პირველ დღეებში მაქვს ყავისფერი ლორწოვანი გამონადენი.აგრეთვე მაწუხებს ღრძილებიდან ქრონიკული სისხლდენა(ღრძილები ჩვეულებრივად ვარდისფერია). მაქვ მწვავე შეკრულობა და დეფეკაციის დროს ტკივილი და სისხლიანი გამონადენი ანალიდან დეფეკაციის დროს.აგრეთვე სახეზე მიჩნდება ხოლმე გამონაყარი და ამ ბოლო დროს კისრის არეშიც გამიჩნდა გამონაყარი, მაინტერესებს რა დაავადების ბრალი შეიძლება იყოს და რა გამოკვლევებია საჭირო?
პასუხი
-ღრძილებიდან სისხლიანი გამონადენი სავარაუდოდ პარადონტიტის მიზეზითაა, მიმართეთ სტომატოლოგს; ანალური ხვრელიდან სისხლიანი გამონადენი მიუთითებს იმაზე, რომ შეკრულობის გამო სავარაუდოდ გაქვთ ანალური ნახეთქი, მიმართეთ გასტროენტეროლოგს, რომელიც გაერკვევა შეკრულობის გამომწვევ მიზეზებში და მოგცემთ შესაბამის დანიშნულებას. გამონაყარი შესაძლოა გამოწვეულია კუჭნაწლავის პათოლოგიით, თუცა გამორიცხული არ არის ჰორმონული დარღვევების ფონიც.