ვარ 20 წლის ბიჭი, ერთი თვის განმავლობაში 2 ჯერ გა... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

29-12-2014

-გამარჯობათ ვარ 20 წლის ბიჭი, ერთი თვის განმავლობაში 2 ჯერ გავცივდი, ვიყავი ექიმთან და დამინიშნა წამლები, მკურნალობის დასრულების შემდეგ მალევე დამეწყო შუბლის ტკივილი(მარცხენა მხარე), განსაკუთრებით დახრის და ხელის დადების დროს მტკივდება ისე რომ ზოგჯერ გაუსაძლისია, ციტრამონს როცა ვსვამ ტკივილი 15 წუთში ქრება და მეორე დღემდე აღარ მაწუხებს, მომდევნო დღიდან იწყება ისევ იგივე, ასე გრძელდება 3 დღეა, ცხვირიდან იშვიათად მაქვს გამონადენი, ხან წყალივით ხან კი მოყვითალო სქელი. ყელი არ მტკივა ყნოსვა ჩვეულებრივ მაქვს სუნთქვაც არ მიჭირს მაწუხებს მხოლოდ ტკივილი. ასე არასდორს მომსვლია პირველი შემთხვევა გთხოვთ მირჩიოთ ცხვირში ჩასაწვეთებელი ან რაიმე სამკურნალო საშუალება რომ გამოვჯანმრთელდე. დიდი მადლობა

პასუხი
-სავარაუდოდ წიაღების (ცხვირის დანამატი ღრუების ანთება - ფრონტიტი) ანთებაა ამ ჩივილის მიზეზი. აუცილებელია დიაგნოზის დადასტურება და დადასტურების შემთხვევაში მკურნალობა. ამისთვის კი უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, დროულად.
მხოლოდ ე.წ. ცხვირის წვეთები არაეფექტური იქნება. ამ დროს საჭირო ხდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა, საიტიდან კი მკურნალობას ვერ დავნიშნავთ.
თვითმკურნალ­ობის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვა­რიანტია ინჰალაცია. აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი, გვირილის ყვავილი და კალენდულა, დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ქურიდან. პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალატორი ან ფაიფურის ჩაიდანი. თუ ალერგია არ გაქვთ, კარგია მენთოლის ზეთისა და პროპოლისის ინჰალაციაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად