ვარ პატარა ტანით წონითაც და გამხდარი 15 წლის რ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

23-12-2014

-გამარჯობათ ვარ პატარა ტანით წონითაც და გამხდარი 15 წლის რომ ვიყავი შევედი ტრენაჟორებზე და ვარჯიში დავიწყე დაახლოებით თვე ნახევარი დავდიოდი ვარჯიშის პერიოდში წონითაც მოვიმატე სიმაღლეშიც და ძალაც მომემატა ხელები გამიმსხვილდა უფრო და ეხლა ვარ 17 ის კიდე მინდა რომ ვიარო და რამე ვიტამინი მირჩიეთ გთხოვთ ვარჯიშთან ერთად რომ ვსვა და დამეხმაროს ცოტა რომ კიდე გავიზარდო.... მადლობა წინასწარ

პასუხი
-საშუალოდ მამაკაცი იზრდება 18-22 წლამდე. ზოგჯერ მამაკაცებში 25 წლის შემდეგ დაახლებით 2 სმ-მდე ზრდაც ფიქსირდება. თქვენ უნდა მიმართოთ ზრდის ცენტრს, სადაც მოხდება ზრდის ზონების მდგომარეობის შეფასება და დადგენა რამდენად გაქვთ სიმაღლეში გაზრდის შანსი.
- სიმაღლეში ზრდისთვის ჯანმრთელ ბავშვებს, მოზარდებს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად პოლივიტამინების კომპლექსს ურჩევენ. შერჩევა ასაკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საამისოდ გამოიყენება ნებისმიერი პოლივიტამინი, რომელიც შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს, A და B ჯგუფის ვიტამინებს.
-კვების რაციონში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კამფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.
-პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად