დიდი მადლობა ყველა გაცემული პასუხისთვის და თქვენი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

23-12-2014

- დიდი მადლობა ყველა გაცემული პასუხისთვის და თქვენი დიდი ყურადღებისათვის. კიდევ ერათხელ გაწუხებთ. ვარ 20 კვირის ორსული, მაქვს მენჯის ტკივილი, თითქოს ნერვში არტყავს რაღაც. ექიმმა დამინიშნა კალციუმ D3 ნიკომედი - ერთი თვე, თითო ტაბლეტი. შეიძლება თუ, არა ამდენი ხანი მივიღო კალცი, ინტერნეტში წავიკითხე რომ დიდხანს არ შეიძლება კალცის დალევა და სწორად არის თუ არა ეს პრეპარატი შერჩეული (ვიცი რომ არ უნდა შეიცავდეს ძვლის ფქვილს) ანოტაცია არ ვიცი ამ წამლის და სანამ ვიყიდი თქვენთან მსურს კონსულტაციის გავლა. დიდი მალდობა წინასწარ.

პასუხი
- უნდა გაიკონტროლოთ კალციურმის დონე სისხლში. თუ კალციუმის საკმარისი მიღება ვერ ხვდება დღიურ რაციონში, მაშინ უნდა მიიღოთ კალციუმის დანამატები. 
საკვების გარდა კალციუმის მარაგის შევსება შეიძლება ტაბლეტირებული კალციუმით. კალციუმის კარბონატი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ელემენტარულ კალციუმს და ის ადვილად შეიწოვება ორგანიზმში (განსხვავებით კალციუმის ციტრატისა და ლაქტატისგან). სასურველია ისეთი ნაერთების გამოყენება, როგორიცაა კალციუმის კარბონატი, რომელიც კარგად შეითვისება (დაახლოებით 40%), მაშინ როცა კალციუმის გლუკონატის ბიოათვისებადობა 4%. 
კალციუმის დანამატი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად დღეში 2-ჯერ, ვინაიდან ერთჯერზე ორგანიზმს შეუძლია მხოლოდ 600 მგ კალციუმის ათვისება. 
ერიდეთ კალციუმის ისეთ დანამატს, რომლეიც შეიცავს ძვლის ფქვილს ან დოლომიტე-ს ასეთ პროდუქტებში შეიძლება ასევე იყოს დარიშხანი და სხვა ტოქსიური სუბსტანციები. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად