თუ შეიძლება მიპასუხოთ: მყავს 2 წლის და სამი თვის... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-თუ შეიძლება მიპასუხოთ: მყავს 2 წლის და სამი თვის ბიჭი და ჯერ-ჯერობით არც დედას და არც მამასაც კი არ იძახის. ისე გაურკვეველ სიტყვებს კი წამოიძახებს ხოლმე. პედიატრი ამბობს რომ არარის საშიში და არც დაგვიანებული. თქვენი რჩევა როგორია ამ საკითხზე?

პასუხი
-თუ ბავშვი ასაკის შესაბამისად ნორმალურად ვითარდება, კონტაქტში ადეკვატურად შემოდის, სხარტი რეაქციები და მიზანმიმართული მოძრაობები აქვს, მაშინ საშიშროება არ არის. არ იქნება ურიგო თუ ბავშვის მდგომარეობას ნევროპათოლოგს შეაფასებინებთ.
ეცადეთ ბავშვს ელაპარაკოთ მოკლე და მარტივი წინადადებებით, რათა ადვილად შეძლოს გამეორება.
ლაპარაკის დაწყებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება. ასევე მიაჩნიათ, რომ ლაპარაკს გვიან ის ბავშვები იწყებენ, ვისაც მთელი ოჯახი ემსახურება, ხელს არ ანძრევინებენ, ყოველგვარ სურვილს უსრულებენ. ასეთი ბავშვი, მართლაც, ნელა ივსებს ლექსიკურ მარაგს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თანამედროვე ბავშვები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე 10-20 წლის წინანდელი ბავშვები. თუ ადრე ნორმად 1,5 წელი ითვლებოდა, დღეს უკვე ენის ამოდგმის ნორმა 2,5 წელზე გადავიდა, ბიჭებთან კი 3 წელზეც. საბავშვო ბაღი ძალიან სასარგებლო დაწესებულებაა ამ მხრივ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად