გემუდარებით , სწრაფად მიპასუხეთ! ვარ 39კვირა და 2 ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

12-12-2014

-გემუდარებით , სწრაფად მიპასუხეთ! ვარ 39კვირა და 2 დღის ორსული, 1 კვირაა მაქვს მუცლის ტკივილები,თითქოს მენსტრუაცია უნდა მომივიდეს. ქვევით მქაჩავს და ფეხებიც ამტკივდა, ექიმი მეუბნება ჯერ ადრეაო წინასამშობიარო ტკივილებიაო, მირჩიეთ რამე, როგორ მოვიქცე, დღითიდღე ძლიერდება ტკივილი , არც გამონადენი მაქვს არც წყლებს ვღვრი, რამე საშიში ხო არააა :((((((((((((( გთხოვთ იქნებ ხვალვე მიპასუხოთ რააა......

პასუხი
-მდგომარეობა უნდა შეაფასოს გინეკოლოგმა. მენსტრუაციის მაგვარი ტკივილი - საშვილოსნოს ყელის გახსნაზე მიუთითებს. მშობიარობის დაწყების ერთ ერთი პირველი ნიშანია იმ ლორწოვანი საცობის გამოდევნა საშოდან, რომელიც ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელში მდებარეობს და იცავს ნაყოფს ინფიცირებისაგან. საცობი შეიძლება მშობიარობის დაწყებიდან 2 კვირით ან 3-4 დღით ადრე გამოიდევნოს. ამ დროს აღინიშნება თეთრი ან მოვარდისფრო (სისხლნარევი) სქელი ლორწოვანი გამონადენი.
მშობიარობის დაწყების უტყარი ნიშანია საშვილოსნოს კუნთების რეგულარული კუმშვების დაწყება, რაც მუცლის მოვლითი ხასიათის ტკვივილით ვლინდება. მესამე მნიშვნელოვანი ნიშანია სისხლიანი გამონადენი, რომელიც სამშობიაროდ მზად მყოფი საშვილოსნოდან შეიძლება გამოიყოს. მეოთხე ნიშანია სანაყოფე წყლების დაღვრა.
მშობიარობის დაწყებაზე მიუთითებს ასევე უნებლიე კუჭის მოქმედებები, ან დეფეკაციის ცრუ შეგრძნებები. ამ დროს ორსულს აგრეთვე აღენიშნება ტკივილი წელის არეში.
ამ ნიშნების დაწყებისთანავე ორსული უნდა წავიდეს სამშობიარო სახლში.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=84443
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად