2,5 თვის ბავშვმა რამდენი გრამი უნდა ჭამოს ხელოვნურ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

11-12-2014

-2,5 თვის ბავშვმა რამდენი გრამი უნდა ჭამოს ხელოვნური საკვები? წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.

პასუხი
-ხელოვნური კვების დროს მისაღები საკვების რაოდენობა დამოკიდებულია პატარას ასაკზე, წონასა და ადაპტირებული ნარევის ტიპზე.
არსებობს ჩვილისთვის საკვების საჭირო ოდენობის გამოანგარიშების რამდენიმე მეთოდი. შეიძლება ვისარგებლოთ მოცულობითი მეთოდით, რომელიც ბავშვის წონას ითვალისწინებს.
1,5 თვიდან 4 თვემდე ბავშვს დღე-ღამეში ესაჭიროება სხეულის მასის - 1/6, 4 თვიდან 6 თვემდე - 1/7, 6 თვიდან 8 თვემდე - 1/8 და წლის ბოლოს -1/9; (ეს არის დღიური ნორმა, რომელსაც გაყოფთ კვების ჯერადობაზე).
დაახლოებითი მოცულობა ასეთია: 2 თვის ბავშვი საკვებს უნდა იღებდეს 3,5 სთ ინტერვალებით, დღეში 6-ჯერ, თითო კვებაზე დაახლოებით 120-130 მლ-ს.
ხოლო 3 თვის 140-150 მლ-ს.4 თვემდე ბავშვი საკვებს უნდა იღებდეს 3,5 სთ ინტერვალებით, დღეში 6-ჯერ, ხელოვნური კვებისას ღამით კვება დაუშვებელია, აუცილებელია 6 საათიანი ინტერვალი.
ეს ციფრები მაინც ინდივიდუალურია, ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ჭამდეს უფრო ნაკლებს, ზოგიც ოდნავ მეტს. ულუფების რეკომედნირებული რაოდენობა და მოცულობა ასევე მითითებულია საკვების ეტიკეტზე, და საორიენტაციოდ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ. 10-20 მლ-ით ხდება ულუფის გაზრდა.
ბავშვის კვების საკითხი განიხილეთ პირად პედიატრთან.
კომენტარები
14 სექტემბერი 2016 13:29
მაგრები ხართ რა თუ 6 ჯერ უნდა ჭამოს 3.5 საათიანი ინტერვალით მაგასთითქმის 21 საათი უნდა პლიუს კვება 5 წუთში ხომ ვერ ჭამს ჩემი პატრა 30 წუთი უნდა ჭამას და 6 საათიანი ინტერვალი როდისღა გავაკეთოთ იქნებ გვიპასუხოთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად