ჩემი პატარა 10 თვეშია, მთელი ღამე არ ისვენებს, ხში... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

10-12-2014

-ჩემი პატარა 10 თვეშია, მთელი ღამე არ ისვენებს, ხშირად იღვიძებს ტირის რომ ვერაფრით ვაჩერებ ჩაის ვასმევ, ექიმმა ბონნუიტი ასე ქვია წამალს ეგ გამოუწერა შედეგი არაფერია, ტირის უაზროდ,არაფერი აწუხებს დარწმუნებული ვარ.რისი ბრალი შეიძლება იყოს?დაბადებიდან ასეა თითქმის.ნევროპათოლოგსაც ვაჩვენეთ არაფერი გამოუწერა.ეგ წამალიც პედიატრი შევაწუხე და მან გამოუწერა.ამის გამოც ჩემთან წევს და ყოველ წამს ისე ვამშვიდებ.გმადლობთ ყურადღებისთვის.

პასუხი
-ამ ასაკის ბავშვი მიჩვეული უნდა იყოს თავის საწოლში ძილს, მდგომარეობაში გასარკვევად უნდა ვიცოდეთ როგორ იკვებება პატარა და დღის მანძილზე როგორია ძილის რეჟიმი.
საერთოდ კი, თუ ბავშვი ნორმალურად ვითარდება და ნევროლოგიც არ აფიქსირებს რაიმე დარღვევას, ალბათ არ გაქვთ რაიმე ღელვის საფუძველი, შესაძლოა ეს იყოს დროებითი მოვლენა (შესაძლოა ბავშვს აქვს დისკომფორტი კბილების ამოსვლის გამო) და მალე ნორმალური ძილი აღდგეს.
ღამის ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი, თუ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ არსებობს, საწოლი ოთახის თბილი და გამომშრალი ჰაერია. ეცადეთ, პატარას დღის განმავლობაში ძილი ოდნავ დააკლოთ. დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ენერგია დაახარჯვინეთ - ასეირნეთ, ათამაშეთ, ავარჯიშეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტად თბილად არ ჩააცვათ. ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად.
საწოლი ოთახი წინასწარ მოამზადეთ - გაანიავეთ, დაალაგეთ სველი წესით. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70% სინოტივე. ასევე კარგია ძილის წინ თბილი აბაზანა.
ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა.
საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად