გთხოვთ მითხრათ ნეოგლობინის მიღებიდან რამდენ ხანში... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
10-12-2014

-გამარჯობათ, გთხოვთ მითხრათ ნეოგლობინის მიღებიდან რამდენ ხანში შეიძლება პრეპარატის გამეორება. ბავშვი არის 4 წლის. საბავშვო ბაღში დავდივართ და ხშირად გვაქვს ვირუსები.ნეოგლობინის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ ბავშვი უწყვეტი 3 კვირაა ბაღში დადის. გვაქვს გლანდები ამოსაჭრელი გაზაფხულზე. წინა გაზაფზულზე გვქონდა მონონუკლეოზი. მიღებული გვაქვს ერთი ფლაკონი ერთი თვის წინ. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ნეოგლობინი ძირითადად გამოიყენება რკინის ჩანაცვლებისთვის, ამიტომ თუ ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობა ნორმალურია, მისი მიღების აუცილებლობა არ არის. იმუნიტეტს ყველაზე საიმედოდ იცავს არა წამალი, არამედ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. შეეცადეთ, ბავშვის კვებოთ სწორად, დაბალანსებულად (რაციონში უნდა შედიოდეს ცილოვანი პროდუქტები - ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, უნდა ღებულობდეს ცხოველური, ასევე მცენარეული ცხიმები: ნაღების კარაქი, თევზის ქონი, მცენარეული ზეთი, უჯრედების სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია მცენარეული ნახშირწყლები - ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული.). ბევრი ასეირნეთ ჰაერზე, ამოძრავეთ, ძილი უნდა ქონდეს სრულფასოვანი. და რაც მთავარია უნდა იზრუნოთ ბავშვის გაკაჟებაზე.
უხშირესად ხშირი გაციება არ არის დაკავშირებული რაიმე დაავადებასთან. გაციება სინამდვილეში არის ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, რომლის თავიდან აცილებისთვისაც რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა, დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, გრიპი როცა მძვინვარებს, ბავშვი ხალხმრავალ ადგილებში არ უნდა ატაროთ, ჯანსაღი კვება, ნორმალური ძილი და ზომიერად თბილად ჩაცმა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად