გთხოვთ დამეხმაროთ,მოკლედ 7 თვეა სულ ეტაპობრივად რა... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
09-12-2014

-გთხოვთ დამეხმაროთ,მოკლედ 7 თვეა სულ ეტაპობრივად რაღაც მაწუხებს.დამეწყო ყელის ერთ მხარეს ნერწყვის ყლაპვის დროს ტკივილით,შემდეგ კუჭნაწლავის პრობლემა დაერთო თან,ხშირი რეფლუქსი მაქვს (ბოყინის მსგავსი,მაგრამ მთლად ბოყინი არაა არც გულძმარვა თითქოს), უმტკივნეული გამონაყარი მაქვს პირის ღრუში (გამონაყარი კანქვეშ არის ,რომელიც ვიზუალურად არ ჩანს მხოლოდ ხელით ისინჯება), ზურგის ტკივილი,კისრის დაჭიმულობა. ასევე ხელის დაჭერის დროს მტკივა კისრის კუნთები და მკერდისაც. გამოვიკვლიე ენდოსკოპიურად კუჭი,მაქვს პრობლემა მაგრამ ისეთი არა,რომელიც რეფლუქსს ვერ მომიგვარებდა წამლების ფონზე(დოუდენო გასტრალური რეფლუქსი და კარდიის უკმარისობა ასევე გასტრიტიც), ყელ-ყურმააც ისეთი არაფერიაო დამიწერეს ფარინგიტი... ზურგის ტკივილი ამდენი უარყოფითი ენერგიით დამეწყო მგონი, მკერდზე გადავიღე ეხოსკოპია და არაფერიაო. 2 კვირის წინ მქონდა სიცხეები 37,37.2 ეხლა აღარ მაქვს. მასმევდნენ ვაგოსტაბილს მაგრამ შედეგი არ იყო და მივატოვე. თქვენი აზრით ნერვოზულია? თუ გამოვიკვლიო კიდე რაიმე? კუჭზე რენტგენს,რომ ვიღებდი ექიმმა თქვა,რომ ყველგან სპაზმებიაო ნერვული რეგულაცია აქვს დარღვეულიო... ვარ 23 წლის ძალიან ცუდი ფიქრები მაქვს ერთ დღეს მინდა გავიღიძო და არაფერი მტკიოდეს, ვეწეოდი 5 წელი და მგონია რამე დავმართე ორგანიზმს-თქო ეს ყელის ერთ მხარეს ტკივილი სისხლი,შარდი, ქოლესტერინი, გლუკოზა, ბ, ც ჰეპატიტი .... შეიძლება იყოს რამე სერიოზული?

პასუხი
-თქვენი ჩივილის მიზეზი უპირველსად არის ე.წ. რეფლუქსის ტიპის დაავადება, ანუ  როდესაც კუჭის ლორწოვანის ანთებითი პროცესის შედეგად კუჭის თავი (შესასვლელი) და ბოლო (გამოსასვლელი) ბოლომდე არ იკეტება და ნაღველი, რომელიც არ უნდა ხვდებოდეს კუჭში აღწევს ამ უკანასკნელში, ერევა კუჭის წვენს და კიდევ უფრო აზიანებს კუჭის კედლის დამცავ ლორწოვანს, რითაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის წყლულოვანი დაავადების განვითარებისთვის.
შემდგომ ეს ნარევი ამოდის საყლაპავში, რომელსაც კუჭის მსგავსი დამცავი ზედაპირი არ გააჩნია, შესაბამისად ვითარდება დაზიანება რომელიც ასევე ანთებით პროცესში გადაიზრდება (ეზოფაგიტი).
ამ მოვლენისას პაციენტები ძალზე ხშირად გულ-ძმარვას უჩივიან. პათოლოგიური პროცესის მძიმედ მიმდინარეობისას კუჭის შიგთავსმა შესაძლოა ზევით ამოაღწიოს და სასუნთქი გზების დახშობა-ობტურაცია ან პნევმონია გამოიწვიოს.
აღნიშნული პათოლოგია საკმაოდ სახიფათოა, რადგან ჭარბი რაოდენობით საკვების მიღების შემთხვევაში განსაკუთრებით ღამის საათებში, პაციენტს ძილის დროს ზემოთ ამოსულმა კუჭის წვენმა შესაძლოა სასუნთქი გზებიც კი დაუზიანოს, კერძოდ, შესაძლებელია მოხდეს სასუნთქი გზების სრული დახშობა, ან განვითარდეს ე.წ. ასპირაციული პნევმონია, რომელიც ჩვეულებრივ ბრონქში უცხო სხეულის (საჭმლის ნაწილაკის, სისხლის და სხვ.) მოხვედრის შედეგად ვითარდება. თავის მხრივ, თუ უცხო სხეული ინფიცირებული იყო, შესაძლებელია პნევმონია ფილტვის ჩირქოვანი პათოლოგიითაც კი გართულდეს.
ასევე უნდა ითქვას, რომ როგორც ბოლო სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რეფლუქს-ეზოფაგიტური დაავადება ძალზე ხშირად საყლაპავის ნეოპლაზმური ანუ სიმსივნურ დაავადებათა განვითარების მიზეზი ხდება. შესაბამისად, პაციენტმა აუცილებლად და რაც ძალზე მნიშვნელოვანია დროულად უნდა მიმართოს კვალიფიციურ გასტროენტეროლოგს ადექვატური მკურნალობის მიზნით, რაც მომავალში მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მეტად სერიოზულ პრობლემებს ააცილებს თავიდან.
კვალიფიციურ გასტროენტეროლოგთან სწორი მკურნალობის პირობებში სასურველი შედეგი უპრობლემოდ მიიღება. ამ პრობლემის სწორად მკურნალობის პარალელურად გაირკვევა რამდენად გესაჭიროებათ სხვა სპეციალისტის დახმარება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად