. მაინტერესებს კრეატინის და პროტეინის მიღება ვნებს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

03-12-2014

-გამარჯობა. მაინტერესებს კრეატინის და პროტეინის მიღება ვნებს ჯანმრთელობას?

პასუხი
-მკვლევარებმა შეაჯამეს ადრე წარმოებული კვლევები ცილებისა და ნახშირწყლების საფუძველზე დამზადებული სპორტული დანამატების ეფექტურობის შესახებ, და აღნიშნეს რომ მეტი მტკიცებულებებია საჭირო დანამატების სარგებლიანობის დასადასტურებლად. გარდა ამისა, ადამიანები, ასევე, უნდა დაინტერესდნენ დანამატების შესაძლო გვერდით მოვლენებითაც.
საყურადღებია, რომ რეცეპტის გარეშე გაყიდვაში არსებული დაახლოებით 600 დანამატის ანალიზმა დაადგინა, რომ მათი 10%-დან 20%-მდე შეიცავდა ანაბოლურ ჰორმონებს, ძირითადად, ტესტოსტერონსა და ნადროლონს, რომელთა შემცველობა არ იყო მითითებული ეტიკეტზე.
სწორედ ამის გამო, ჩვენ ასეთი საშუალებების მიღება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად . გაცილებით უკეთესია კუნთების ზრდის ფიზიოლოგიური გზა - ვარჯიშის მეშვეობით და შესაბამისი კვებით. პროტეინების მიღება შესაძლებელია მხოლოდ არსებული დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვით და სათანადო ვარჯიშთან კომპლექსში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოიწვევს წონის უკონტროლო ზრდას.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ ამ ტიპის პრეპარატების ჭარბი გამოყენება შეიძლება ღვიძლისა და თირკმლის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ მათი მიღებისას აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტის რეკომენდაცია, თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის ინდივიდუალური მდგომარეობის, სხეულის მასისა და კუნთოვანი სისტემის აგებულების გათვალისწინება.
კომენტარები
16 იანვარი 2016 21:09
რაც არი იცით იმეებს ნუ წერთ ჯერ გაარკვიეთ რა რისია და მერე დაწერეთ ცრუ ინფორმაციას ნუ აწვდით დანამეტბზე ხალხს
16 იანვარი 2016 21:09
რაც არი იცით იმეებს ნუ წერთ ჯერ გაარკვიეთ რა რისია და მერე დაწერეთ ცრუ ინფორმაციას ნუ აწვდით დანამეტბზე ხალხს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად