.შეიძლება რომ ერთი თვის ბავშვი 120 გრამს ჭამდეს? ხ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

13-11-2014

გამარჯობათ.შეიძლება რომ ერთი თვის ბავშვი 120 გრამს ჭამდეს? ხელოვნურზეა და არ ჰყოფნის 90 გრამი.

პასუხი
-ხელოვნურ კვებაზე მყოფი 1 თვის ბავშვი დაახლოებით 90-120 მლ საკვებს იღებს ერთ კვებაზე და 30 მლ-ით მეტს ყოველ შემდგომ თვეზე. ხელოვნური კვების დროს მისაღები საკვების რაოდენობა დამოკიდებულია პატარას ასაკზე, წონასა და ადაპტირებული ნარევის ტიპზე. ერთ თვემდე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილი, სასურველია, იკვებებოდეს 6-7-ჯერ დღეში ანუ 3-3,5 საათში ერთხელ. ღამე 6 სთ-იანი შუალედით.
საორიენტაციოდ არსებობს ასეთი წესი: სიცოცხლის პირველ 2 თვეს ბავშვმა დღის განმავლობაში ნარევი უნდა მიიღოს სხეულის მასის 1/5 (მაგ; პირობითად,თუ ბავშვი იწონის 4000 გრ, დღიური ნორმა არის 800 მლ, რაც იყოფა კვების ჯერადობაზე და შესაბამისად ღებულობთ, დაახლოებით, 100მლ ერთ ჭამაზე.), ან დღე ღამის განმავლობაში ბავშვმა უნდა მიიღოს 150-200მლ საკვები მისი წონის თითოეულ კილოგრამზე.
ულუფების რეკომენდირებული რაოდენობა და მოცულობა ასევე მითითებულია საკვების ეტიკეტზე, და საორიენტაციოდ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ; თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ინდივიდუალურია და ნუ ეცდებით მის მკაცრად დაცვას; ბავშვის ულუფების რაოდენობა განსხვავებული იქნება, ის ვერ შეჭამს ყველა კვებაზე ერთი და იგივე რაოდენობის საკვებს. ამიტომაც დააკვირდით პატარას, ის თავად მიგანიშნებთ როდესაც დანაყრდება;
პატარას გამოკვებისას ბოთლი ისე დაიჭირეთ, რომ საწოვარა და ბოთლის ყელი საკვებით იყოს სავსე, რომ პატარამ ჰაერი არ ჩაყლაპოს.
დააკვირდით პატარას მაძღრობის ნიშნებს და ნუ დააძალებთ მას იმაზე მეტი საკვების მიღებას, რამდენიც თავად სურს.
კვების დასრულების შემდეგ აიყვანეთ ბავშვი ვერტიკალური მდგომარეობაში, რომ პატარამ ჩაყლაპული ჰაერი ამოაქარვოს, ამას დაახლოებით 2-3 წუთი დასჭირდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად