ჩემი პატარა 11 თვისაა და ყიფლიბანდი ნორმაზე დიდი ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
12-11-2014

-გამარჯობათ ჩემი პატარა 11 თვისაა და ყიფლიბანდი ნორმაზე დიდი აქვს, პედიატრი მეუბნევა რო კალციქეა მიეციო მაგრამ კალცის ანალიზი გაკეთებული გვაქ და კალცი ნორმაში აქვს, მიუხედავად ამისა შიეძლბა კალცის მიცემა თუ არა? არ მინდა ტყულად მივცე რას მირჩევთ? სხვა ყველაფერი ნორმებში აქვს ბავშვს

პასუხი
- მხოლოდ ყიფლიბანდის სიდიდეს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, ის განიხილება სხვა პარამატრებთან ერთად, მისი ზომები კი უნდა შეაფასოს პედიატრმა გეგმიური ვიზიტების დროს. გარდა ყიფლიბანდის ზომისა, მნიშვნელოვანი მონაცემია თავის გარშემოწერილობა და ნერვოლოგიური ჩივილები(ყიფლიბანდის დახურვის შეფერხება მაშინაა განსაკუთრებულად ყურადსაღები, როცა ბავშვს აღენიშნება კალციუმის ნაკლებობის (რაქიტის) სხვა ნიშნებიც: არ ამოსდის ან უგვიანდება კბილების ამოსვლა, ოფლიანობს, გამსაკუთრებით კეფის არეში, ღამით უსველდება ბალიში, კეფაზე დასცვივდა თმა, აგზნებულია და ზედმეტად ჭირვეულობს). ბავშვი ამყოფეთ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, ყოველთვიურად შეაფასეთ მონაცემები. თანამედროვე მონაცემებით ყიფლიბანდის დახურვის ვადაა 4 – დან 26 თვემდეა. საშუალო ვადა 10 დან 24 თვემდეა. ასე, რომ სანერვიულო არაფერია. თუ კალცი ნორმაშია, ზემოაღნიშნული ჩივილები არ არის, მაშინ მედიკამენტის სახით პრეპარატის მიცემა არ არის საჭირო, ბავშვი უნდა იკვებებოდეს ასაკის შესაბამისად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად