მაინტერესებს 1 რეზუსუარყოფითი ქალის და 1 რეზუსდადე... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

11-11-2014

-მაინტერესებს 1 რეზუსუარყოფითი ქალის და 1 რეზუსდადებითი მეუღლის (მამაკაცის) შემთხვევაში ყოველთვის არის თუ არა საჭირო ორსულობისას 28-ე კვირაზე რესუზანტისხეულებზე აცრა, თუ დინამიკაში ანტისხეულები არ არის აღმოჩენილი. ანალოგიური შემთხვევა აქვს ჩვენს მეზობელს, როცა ქალი უარყოფითია, ხოლო მამაკაცი დადებითი. მათ ჰყავთ 5 შვილი, მაგრამ არცერთ ბავშვს პრობლემა არ აქვს და არც ცუდი ორსულობა ჰქონდა, როგორც თვითონ ამბობს, არცერთი მშობიარობის შემდეგ არ გაუკეთებია ანტისხეულებზე აცრა, იქნებ მიპასუხოთ რით აიხსნება აღნიშნული სიტუაცია.

პასუხი
- პირველ ორსულობაზე ხშირად არ არის ხოლმე საჭირო ანტირეზუს-იმუნოგლობულინის გაკეთება, რადგან ანტისხეულების კონცენტრაცია არ აღწევს მაღალ მაჩვენებელს, თუმცა მომდევნო ორსულობაზე რეზუს-კონფლიქტის რისკი მატულობს. 
თუ არსებობს რეზუსკონფლიქტის განვითარების ალბათობა, ორსულობისას სისხლს რეზუსანტისხეულებზე რამდენიმეჯერ იკვლევენ, მე-20 კვირამდე - ერთხელ, შემდეგ კი - მშობიარობამდე ყოველთვე. 
-ანტი-რეზუს-იმუნოგლობულინი, აუცილებელია რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების მქონე ქალებისთვის იმ შემთხვევაში თუ ნაყოფი რეზუს დადებითი სისხლის კუთვნილების აღმოჩნდება. (პრეპარატი უნდა გაკეთდეს ლოგინობის ხანაში პირველი 24 საათის განმავლობაში). 
- ანტირეზუს - იმუნოგლობულინი შეიძლება დაენიშნოს ორსულობის დროს (28 -32 კვირაზე) ბავშვის რეზუს-კუთვნილების დადგენის გარეშე. ხოლო მშობიარობის შემდეგ კი ხორციელდება განმეორებითი შეყვანა. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად