ვარ 23 წლის გოგო (ქალიშვილი),საერთოდ ვარ ძალიან მ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

11-11-2014

- ვარ 23 წლის გოგო (ქალიშვილი),საერთოდ ვარ ძალიან მორიდებული ,თავმდაბალი ,მორცხვი ადამიანი.არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი ,სულ ვარ ჩუმად.მიჭირს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა.სსაზოგადოებაში ყოფნისას ,ხმის ამოღების მეშინია.დავამთავრე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი,რომელზეც სრულიად შემთხვევით მოვხვდი.სტუდენტობის წლებმა ძალიან სწრაფად ჩაიარა,ისე რომ თითქოს არც კი ყოპილა.სტუდენტობის პერიოდშიც ძალიან მიჭირდა საზოგადოებასთან ურთიერთობა,ერთი სული მქონდა სწრაფად დამემთავრებინა ლექციები და სახლში წამოვსულიყავი.არსად არ დავდიოდი გასართობად მაშინვე სახლში მოვდიოდი.მეგობრებიც თითქმის არ მყავს,თუმცა რამდენიმე გოგოსთან ვმეგობრობ,მაგრამ ისინიც თითქოს რაღაცნაირად მიყურებენ,თითქოს დამცინიან,სულ იმას იძახიან ასე ჩუმად რატომ ხარ და ხმას რატომ არ იღებო?მათთან ყოფნისას ისინი თავიანთვის საუბრობენ,იცინიან,ხუმრობენ,მე კითითქოს იმ დროს იქ არ ვარ და სხვა სამყარროში ვგრძნობ თავს.ძალიან განვიცდი ჩემს ასეთ მდგომარეობას მინდა რომ შევიცვალო.დროის უმეტეს პერიოდს სახლში ვატარებ.არსად წასვლა არ მინდა.სულ უხალისოდ ვარ ,არ მაქვს ცხოვრების ინტერესი,ყველაფერი მტკივა.სუ სახლში ვარ ჩაკეტილი,არ ვარ დამოუკიდებელი ადამიანი ,ჩემს მაგივრად სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს,და ისინი წარმართავენ ცემს ცხოვრებას,ვარ ადვილად სამართავი,ვინც რასაც მეტყვის იმას ვაკეთებ,ყველასი მჯერა,.დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შემიზლია.ჩემთვის ტანსაცმლის ყიდვა შერჩევაც კი მიჭირს ,სუ სხვები მიმყავს რო ამარჩევინონ,საერთოდ საყიდლებზე დამოუკიდებლად ვერ დავდივარ,მაკიაჯის გაკეთებაც არ ვიცი.სულ დაფეთებული დავივარ.მოუვლელი გოგო ვარ ერთი სიტყვით.არაფრის ხალისი არ მაქვს ,ხამდახან მინდა რომ საერთოდ გავქრე ამ სამყაროდანდა არ ვარსებობდე.ვიცი არაფრის მაქნისი არ ვარ და ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ.უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა სახლში ვზივარ,სამსახურის პოვნის თAვიც არ მაქვს.სხვების სათამაშოდ ვიქეცი რომელსაც როგორც უნდა ისე იქცევიან.ამყველაფერმა საკუთარი თAვის რწმენა დამიკარგა.ვარ მუდამ უკმაყოფილო,თავდაუჯერებელი,ჩაკეტილი,..ყველა მჩაგრავს და დამცინის ვისაც რა უნდა იმას მეუბნება მე კი ყველაფერი გულზე მხვდება.გთხოვთ დამეხმარეთ და სათანადო რჩევები მომეცით

პასუხი
- ამის უფლება თქვენ მიეცით ყველას, თავად ხელთ მიეცით თქვენი სადავეები. საზოგადოებაში თქვენი აზრის გამოთქმა უნდა ისწავლოთ. დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად