რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ მყავ „12 წლის გოგო და მინდა მივცე გინგკო ბილობა და ხომარ აქვს რაიმე უკუ ჩვენება ან რომელ პრეპარატს მირჩევთ თქვენ -გთხოვთ რამე დამინიშნეთ ვიტამინი რომ ჩემშვილს სწავლაში დაეხმაროს პრობლემა არაქვს კარგი ბავშვია მაგრამ გვიან ითვისებს ძალიან მონდომებულია ბევრს კითხულობ იქნებ რამე დამინიშნოთ იქნება რამე კარგი პრეპარატი გმადლობთ??
პასუხი
-შესაძლებელია ბავშვს ყურადღების დეფიციტი აღენიშნება, უყურადღებოდ კითხულობს და ამიტომ უჭირს დასწავლა. შესაძლოა მას მართლაც სჭირდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები. მაგრამ ჩვენ საიტიდან კონკრეტულ პრეპარატს ვერ გირჩევთ; ამისათვის ბავშვი ნევროლოგმა ან ფსიქონევროლოგმა უნდა ნახოს. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭიროა სრულფასოვანი კვება (სრულფასოვანი, მაგრამ ზომიერი კვება. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით, ხშირად ჩართეთ კვების რაციონში თევზი, თაფლი, რძის პროდუქტები, ზომიერად - ხორცი, საკმარისი რაოდენობით სითხე, რომლის დიდი ნაწილი იქნება წყალი.) და ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის მიღება, რომელსაც თქვენი პედიატრი შეგირჩევთ, ძილი დღე-ღამეში 7-8 საათი. ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გარდა ბალანსირებული კვებისა და დასვენებისა, ფიზიკურ აქტიურობასაც გულისხმობს; გირჩევთ ბავშვს ჩაუტაროთ გამოკვლევები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შესაფასებლად, იოდის დეფიციტი პირველ ყოვლისა სწორედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე აისახება ხოლმე ნეგატიურად. ქრონიკულად მიმდინარე ანემიის გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და სისხლში თავისუფალი რკინის შემცველობის დასადგენი ანალიზები. თუმცა კვლევებს რომ მიზანმიმართული ხასიათი მიეცეს უმჯობესია მიმართოთ ნევროპათოლოგს, ან პედიტრს რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ. თემის გაგრძელებას და დამატებით რჩევების მისაღებად გაეცანით ჩვენი ვებ გვერდის მასალას http://www.mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/1621-2009-11-06-21-32-20.html