, ჩემი პატარა 3 თვისაა. მაინტერესებს ამ ასაკის ბავ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

03-11-2014

-გამარჯობა, ჩემი პატარა 3 თვისაა. მაინტერესებს ამ ასაკის ბავშვის ძილის რეჟიმი როგორი უნდა იყოს? ბუნებრივ კვებაზეა, მაგრამ რაღაც რეჟიმმაგვარი გამოვიმუშავეთ მეტნაკლებად (ძალდატანების გარეშე).

პასუხი
-არსებობს საზოგადო ნორმები, თუმცა,  ისინი პირობითია. რეალურად ყველა ბავშვს ძილის ინდივიდუალური მოთხოვნილება და ნორმა აქვს.
2-3 თვის პატარა დღისით 3-4-ჯერ იძინებს და ჯამში 6-7 საათი სძინავს. ღამის ძილი 10-12-საათიანია, სულ კი ძილი დღე-ღამეში 16-18 საათს გრძელდება.
4 თვის ბავშვი დღისით 3-ჯერ იძინებს 1,5-2 საათით, ღამით 10-12 საათი სძინავს, საერთო ჯამში კი 16-16,5 საათი.
5-6 თვის ასაკში დღის ძილი ისეთივეა, ღამისა კი არ აღემატება 10-11 საათს. მისი საერთო ხანგრძლივობა 15,5-16 საათია.
6-10 თვის ბავშვს დღისით სულ 5 საათი სძინავს. ეს დრო 2-3 ჯერად იყოფა და თითოეული 1,5 საათს გრძელდება. ღამის ძილი 10-11-საათიანია, საერთო ხანგრძლივობა კი 15-16 საათს უტოლდება.
10 თვიდან 1,5 წლამდე პატარებს დღეში 2-ჯერ, 1-2 საათი სძინავთ, ღამით - 10-11 საათი, საერთო ჯამში კი 14,5-15 საათი.
1,5 წლის ბავშვი დღეში მხოლოდ ერთხელ იძინებს 2 საათით, ღამით 10-11 საათი სძინავს, ძილის საერთო ხანგრძლივობა კი 13-14 საათია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად