. მე მაქვს ორმხრივი ორთაგონოზი, მუხლებში სითხის სი... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

27-10-2014

-გამარჯობათ. მე მაქვს ორმხრივი ორთაგონოზი, მუხლებში სითხის სიმშრალე და მარჯვენა მუხლში მარილები. მაინტერესებს რა მკურნალობა შეიძლება ამ დაავადებაზე? ან სახლის პირობებში თუ შემიძლია რამე უბრალო რომ გავაკეთო?

პასუხი
-გონართროზს გულისხმობთ ალბათ, ეს არის  მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი ანუ დამოუკიდებლად განვითარებული, ასევე მეორეული ანუ განვითარებული მუხლის სახსრის სხვა პათოლოგიით გამოწვეული ანთებითი დაზიანების შედეგად. ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც კომპენსატორულად იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას; ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რაც ხშირად იწვევს სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას. თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა მკვეთრად გაძლიერდეს და არა მხოლოდ სტარტული, არამედ მუდმივი ხასიათი მიიღოს.
გონართროზი უმეტესად ჭარბწონიან ქალებს ემართებათ.
რაც შეეხება მკურნალობას, იგი ხანგრძლივ და სერიოზულ მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს;  როდესაც მედიკამენტური მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციათა სრული აღდგენისთვის არ კმარა, მიმართავენ მკურნალობის შემდგომ სარეაბილიტაციო მეთოდებს: ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ვარჯიშებს, მანუალურ თერაპიას და ბალნეოლოგიურ პროცედურებს.  ამიტომ აუცილებელია, ყველა ეს ღონისძიება კვალიფიციური სპეციალისტის ზედამხედველობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინდივიდუალური განსაზღვრით და სათანადო გამოკვლევათა შედეგების გათვალისწინებით ჩატარდეს.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად