მადლობთ რომ არსებობთ :-) ერთი კითხვა მაქვს .. სა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

20-10-2014

-გამარჯობათ, მადლობთ რომ არსებობთ :-) ერთი კითხვა მაქვს .. საკეისროთი გავაჩინე პატარა წლინახევრის წინ , დაბბადებიდან ძუძუთი კვებაზე მყავს, აი ეხლაც ძუძუს ჭამს სხვა რამ3ბს კი ცოტ ცოტას, მაგალითად ფაფებს საერთოდ არ ჭამს მაგრამ უყვარს კარტოფილი და შემწვარს თუ მოხარშულს მხოლოდ ერთ ცალს თუ შეჭამს, და რავი ასე ცოტ-ცოტას მაგრამ მიუხედავად ამისა სუსტად არ არის და მაინტერესებს მეტწილად კი არა მთელი დღე ძუძუთი რომ არის ხოლმე მის ჯანმრთელობას რამე პრობლემა ხომ არ შეექმნება ???? ვერაფრით ვაჭმევ როცა არ უნდა

პასუხი
-რა თქმა უნდა პრობლემები იჩენს თავს, დაუშვებელია ამ ასაკის ბავშვს მხოლოდ ძუძუთი კვებავდეთ, ის უკვე საერთო მაგიდიდან უნდა ღებულობდეს საკვებს, ანუ იღებდეს ყველაფერ იმას, რასაც ოჯახის დანარჩენი წევრები გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.), მან შეიძლება გასინჯოს ყველანაირი საკვები, ოღონდ ყოველი ახალი საკვების მიღებისას პატარას სხვა ახალი საკვები აღარ უნდა მისცეთ 4-5 დღის განმავლობაში.
ამ ასაკში მენიუ ასე უნდა გამოიყურებოდეს:
საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, მანანი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილი პიურე.
სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი.
ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე ან წვენი. დღეში პატარამ არ უნდა მიიღოს 100 გრამ ხილის პიურეზე და 100 მლ ხილის წვენზე მეტი. ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ ადაპტირებული რძის საკვები ამ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი.
წლიდან წლინახევრამდე უნდა იყოს 4-5-ჯერადი კვება, 4 საათიანი შუალედებით. დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი.
მენიუ თანდათან უნდა გახდეს მრავალფეროვანი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად