, მადლობა რომ მპასუხობთ ხოლმე:) ვერ ვიტყვი რომ მჯდ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

09-10-2014

-გამარჯობა, მადლობა რომ მპასუხობთ ხოლმე:) ვერ ვიტყვი რომ მჯდომარე ცხოვრების წესი მაქვს,მაგრამ სამსახურში ძირითადად ერთ ადგილას მიწევს ყოფნა,რასაც მიჩვეული არ ვარ. დღის რაციონი დაახლოებით ასეთია: რძიანი ყავა(დილით), და საღამოს 7-8 სთ ისთვის კიტრი,პომიდორი და მაწონი(ქარხნული).მაინტერესებს წონაში მომატების შესაძლებლობა არის?ვარ 169 სმ და 48 კგ.არ მინდა რომ მოვიმატო. დაახლოებით რამდენი კალორია უნდა მივიღო, რომ წონაში არ მოვიმატო?

პასუხი
-ეს არ არის სწორი კვება, რაც წონაზე თუა არა ჯანმრთელობაზე ნამდვილად ცუდად აისახება. თუ რა შეიძლება გამოიწვიოს საკვების იშვიათმა და დაუბალანსებელმა მიღებამ ინფორმაცია ამ თემაზე მიიღეთ ჩვენი საიტიდან, გაეცანით სტატიას 'რატომ უნდა დავიცვათ კვების რეჟიმი"
http://www.mkurnali.ge/dietologia/5316-ratom-unda-davicvath-kvebis-rezhimi.html
რაც შეეხება კალორიების დათვლას, კალორიების დათვლა ხდება ასე: თავდაპირველად უნდა დადგინდეს თუ რამდენი კალორია მიდის ძირითად ცვალზე:
1. RMR = 655 + (9,5 x წონა კგ-ში) + (1,8 x სიმაღლე სმ-ში) – (4,7 x ასაკი) (გვიჩვენებს, რამდენი კალორია უნდა ჩვენს ორგანიზმს დღეში სიცოცხლისუნარიანობისთვის) ამ ციფრზე ნაკლები კალორიის მიღება არ არის სასურველი.
2. დღის განმავლობაში სულ დახარჯული კალორიების რაოდენობის გამოსათვლელად ძირითად ცვლაზე საჭირო კალორიების რაოდენობა უნდა გამრავლდეს შემდეგ კოეფიციენტზე:
-მჯდომარე ცხოვრების წესი: RMR x 1,2;
-მცირე ფიზიკური აქტიურობა (კვირაში 1-3 დღე სპორტი): RMR x 1,375;
-საშუალო აქტიურობა ( კვრაში 4-5 დღე სპორტი): RMR x 1,55;
-მაღალი აქტიურობა (კვირაში 6-7 დღეს სპორტი): RMR x 1,725;
-ძალიან მაღალი აქტიურობა (ყოველდღიურად სპორტით ინტენსიური დაკავება, მძიმე ფიზიკური სამუშაო სამსახურში, დღეში 2-ჯერ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში) : RMR x 1,9. ARM = RMR x 1,2 (ეს არის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ წონა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად