მყავს ხუთი წლის ბიჭი რომელიც კვირაში ერთხელ ან შეი... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

24-09-2014

-გამარჯობათ,მყავს ხუთი წლის ბიჭი რომელიც კვირაში ერთხელ ან შეიძლება მეტი გვიან იტკივებს თავს შუბლის არეში ხან უფრო ზემოთ თავთან,ხან როცა შია მაშინ შეჭამს და გაუვლის ხოლმე,დღეს მაგალითად კარგი ნაჭამი იყო საათ ნახევარში მოშივდა და საქონლის ხორცის ხარჩოს სიმინდის ფქვლის ხაცჰოიანი ფაფა დააყოლა,ბავშვი იკვებება რეჟიმში მეორე ბავშვი ერთი წლისა მყავს და როგორც ის იკვებება იმ საჭმელს მიირთმევს უფროსიც, ანალიზები მარტში გვაქვს გაკეთებული ყველაფერი კარად იყო, ბავშვს ყავს ორნაირი ჭია ლამბლიები და წვრილი ჭიები,გთხოვთ მირჩიეთ რა გავაკეთო

პასუხი
-ვიდრე ექიმს მიმართვდეთ, პირველ რიგში საჭიროა ბავშვს დღის რეჟიმი მოუწესრიგოთ. ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა და დასვენება ზუსტად უნდა შევუხამოთ ერთმანეთს. თავის ტკივილს ხშირად ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს, ამიტომ, ეცადეთ, ბავშვმა დიდხანს დაყოს სუფთა ჰაერზე.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება. მისი ხანგრძლიობა საშუალოდ , არანაკლებ 8-10 საათს უნდა შეადგენდეს დღე-ღამეში.
ყურადღება მიაქციეთ კვებას. ბავშის ასაკის შესაბამისად უნდა იკვებებოდეს, მისტვის შესაძლოა საკმარისი არ იყოს ის საკვები, რასაც 1 წლის ბავშვი მიირთმევს. შიმშილი და სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება ხშირად იწვევს თავის ტკივილს. დააკვირდით, თუ შეამჩნიეთ, რომ თავის ტკივილი რომელიმე საკვების მიღებას უკავშირდება, ამოიღეთ ბავშვის რაციონიდან.
ასევე აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ბავშვს ანტიპარაზიტული მკურნალობა, მკურნალობის სქემის დასანიშნად მიმართეთ პარაზიტოლოგს (მკურნალობა დაჭირდება ოჯახის ყველა წევრს).
თუ ყოველივე ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო, თუ ბავშვს თავის ტკივილი ხშირად აწუხებს  აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად