-ძალიან გთხოვთ იქნებ როგორმე დამეხმაროთ და ჩემს შეკითხვას უპასუხოთ. დედაჩემი 52 წლისაა, მომენტალურად აუჩქარდება გული,წნევა უვარდება ისე რომ აგარც ესინჯება.უკავდება მარცხენა მკლავი,ტკივილი აქვს კისრის მიდამოებში ასე გრზელდება ნახევარი საათი ან უფრო მეტიც,წამლები არაფერი მოქმედებს ამ დროს შემდეგ გული აერევა და კარგად ხდება. კარდიოგრამა ბევრჯერ აქვს გაკეთებული, ასევე ეხოც მაგრამ ეუბნევიან რომ გულზე პრობლემები არ აქვს.რისი ბრალი შეიძლება იყოე ეს?მას ასევე აქვს ქრონიკული გასტრიტი, კლიმაქსი და ნევროზი, შესაზლებელია რომ რომელიმე მათგანი იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ?
- სავარაუდოდ თქვენ გესაჭიროებათ ჰოლტერის მონიტორირება, რათა გამოვლინდეს ე.წ. „გულის აჩქარების“ დროს ელექტროკარდიოგრამაზე არსებული რიტმი და გამოირიცხოს ან დადგინდეს არიტმიის პაროქსიზმი - რაც სავარაუდოდ არ დგინდება ჩვეულებრივ ელეატოკარდიოგრაფიულ გამოკვლევაზე. გარდა ამისა, შესაძლოა დაგჭირდეთ ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციაც პაროქსიზმის მიზეზების დასადგენად.