–მოგესალმებით, მყავს ერთი თვის პატარა და სახეზე აქ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

22-09-2014

–მოგესალმებით, მყავს ერთი თვის პატარა და სახეზე აქვს გამონაყარი, წვრილად, წითლად აქვს სულ დაყრილი, ხელის გადასმაზეც რომ იგრძნობა ისე, ვაწვეთებ ფენისტილის წვეთებს დღეში 2 ჯერ მაგრამ ჯერ შედეგი არ აქვს და იქნებ მირჩიოთ რაიმე სხვა ეფექტური საშუალება ან საშიში ხომ არა? მეშინია სახეზე სიწითლე არ დარჩეს... ჩემი კვების რაციონი დიეტურია და აქედან გამომდინარე არა მგონია მაგის ბრალი იყოს, ხელზეა დაჩვეული და იქნებ ხელში ნაჭერი გაუღიზიანდა კანიც? გმადლობთ

პასუხი
–მედიკამენტის მიღების აუცილებლობის საკითხი გადაამოწმეთ პედიატრთან, მან უნდა შეაფასოს მსგავსი გამონაყარი საჭიროებს თუ არა მედიკამენტის მიღებას. ჩვენ არ ვიცით რა სახის არის გამონაყარი, სავარაუდოდ, ეს ნეონატალური ცეფალური პუსტულოზი ან იგივე ახალშობილთა აკნეა, რომელიც აღენიშნებათ ახალშობილთა 20-30%-ს დაბადების პირველ კვირებსა და თვეებში. იგი საშიში არ არის და მედიკამენტურ ან სპეციფიურ მკურნალობას არ მოითხოვს. იგი ახალშობილის ორგანიზმში ჰორმონული ფონის ჩამოყალიბებას უკავშირდება, ზოგჯერ იგი კანზე საფუარის ტიპის სოკოების მომრავლების შედეგია, რომლებიც ჩვეულებრივ კანის მიკროფლორის წევრები არიან. ამ შემთხვევაშია რეკომენდებულია მცენარეული ნაყენების ადგილობრივად გამოყენება, მაგალითად ორკბილას ან გულყვითელასი. აკნე 3 თვემდე თავისით გაივლის, თუ ამ პერიოდის შემდგომაც გაგრძელდა, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან გამონაყარის ასალაგებლად სპეციალური მალამობის მიხმარებაა საჭირო, რათა იგი არ გართულდეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად