რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-საკეისრო გავიკეთე 3 კვირის წინ და მითხრეს გამონადენი გექნება 2 კვირა +/- 2 დღეო, თუმცა ეხლაც მიგრძელდება მოვარდისფრო ლორწოვანი გამონადენი და ნორმალურია? ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე
პასუხი
-მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური) – 6-8 კვირა გრძელდება. საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე-10 დღის ბოლოს, გარეთა – მე-3 კვირაზე. საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის ეპითელიზაცია მიმდინარეობს თანდათანობით: მე-10 დღეზე ეპითელიზდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი, გარდა პლაცენტარული ფართისა, ხოლო მე-3 კვირის ბოლოს ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მთლიანი ეპითელიზაცია. შესაბამისად იცვლება მშობიარობის შემდგომი გამონადენის ხასიათიც. ლოგინობის ხანის ამ ვადაზე შესაძლებელია გამონადენი იყოს მცირე რაოდენობით სისხლის მინარევით, მე-4 კვირის ბოლოსთვის გამონადენი უნდა იყოს თეთრი ამ მოყვითალო-თეთრი ფერის. მე-6-8 კვირის ბოლოსთვის კი გამონადენი უნდა იყოს ისეთივე როგორიც ორსულობამდე. თუ ასე არ მოხდა პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით მიმართეთ გინეკოლოგს.