თქვენ გამეცით კითხვაზე ეს პასუხი:ტუტე ფოსფატაზის მ... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

13-09-2014

-თქვენ გამეცით კითხვაზე ეს პასუხი:ტუტე ფოსფატაზის მაღალი აქტივობა ღვიძლის ან ძვლების პათოლოგიის ნიშანია, რადგანაც ნორმალურად ფერმენტის მაღალი კონცენტრაცია სწორედ მათ უჯრედებში აღინიშნება. როდესაც ამ ფერმენტის აქტივობასთან ერთად მომატებულია ღვიძლის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა ფერმენტების (ასტ, ალტ) აქტივობა და ბილირუბინის შემცველობაც, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ღვიძლის პათოლოგიასთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატება ყველაზე მეტად ნაღვლის შეგუბებას- ქოლესტაზს ახასიათებს. როცა ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატებას ერთვის კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის მატება, ძვლის პათოლოგია უნდა ვივარაუდოთ.......მაპატიეთ და ეს სიმსივნეზე მიუთითებს? ამ შემთხვევაში სერიოზულ დაავადებასთან გვაქვა საქმე?? დიდი მადლობა

პასუხი
-არა, ტუტე ფოსფატაზის მომატება ცალსახად არ ნიშნავს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზს; ტუტე ფოსფატაზა (ALP) ნორმაში მერყეობს 44-147 U/I ფარგლებში.
ტუტე ფოსფატაზა მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:
*ძვლების დაავადებები; 
*სანაღვლე გზების ობსტრუქცია; 
*ჰეპატიტი; 
*ღვიძლის დაავადებები; 
*პაჯეტის დაავადება; 
*ჰიპერპარათირეოიდიზმი ;
*ოსტეობლასტური ძვლის სიმსივნე; 
*ოსტეომალაცია; 
*სარკოიდოზი ;
*რაქიტი; 
*ლეიკემია ;
*ლიმფომა. 
ცნობისათვის! ტუტე ფოსფატაზის ნორმალური მაჩვენებლის ცვალებადობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და სქესზე.
ტუტე ფოსფატაზა მაღალი აქვთ ორსულებს და მოზარდებს. იმ პაციენტებში რომლებსაც აქვთ I და III სისხლის ჯგუფი ტუტე ფოსფატაზა მატულობს ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.
ასევე, ტუტე ფოსფატაზა მატულობს ძვლების მოტეხილობების დროს შეხორცების ფაზაში.
ასე, რომ დიაგნოზს დასვამს მკურნალი ექიმი პაციენტის ჩივილების, გასინჯვისა და გამოკვლევების შედეგების შეჯერების საფუძველზე.
კომენტარები
09 თებერვალი 2017 13:05
მოგესალმებით, 2010 წელს გაკეთებული მაქვს მარცხენა სარძევე ჯირკვლის მასტექტომია. ეხლა რიგირთ გეგმიურ გამოკვლევაზე სარძევე ჯირკვლის ონკომარკერმა СA 15-3, IM 18.1.3.с აჩვენა 65.31, ხოლო ALP ტუტე ფოსფატაზა BL5.6 - 117.54. ელექტროლიტები 1,33. იქნებ მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცე. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ დეკემბერში გაკეთებული მაქვს 3 ნემსი შრატი, (კატამ ჩამომკაწრა), გარდა ამისა წლინახევრის წინ შაქარი მქონდა მაღალი და ჩავიტარე შესაბამისი მკურნალობა, და ამჟამად ნორმაში მაქვს. ქიმიოთერაპევტი მეუბნება, რომ 2 თვეში გავიკეთო ხელახალი კვლევა. გმადლობთ ყურადღებისთვის.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად