ჩემი ბიჭი 28-ში ხდება 8 თვის და ჯერ კბილები არ ამ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

11-09-2014

-გამარჯობათ, ჩემი ბიჭი 28-ში ხდება 8 თვის და ჯერ კბილები არ ამოსვლია, ეხლახანს შევნიშნე ფრჩხილებიც ექერცლება და კალცის ნაკლებიბის ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს? ჯერ ხაჭოს არ ჭამს და თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ მოვამზადო ხაჭო კალციქლორიდის გარეშე? (რეცეპტის საჭიროების გამო ვერ ვიყიდე აფთიაქში) საშიში ხომ არ არის კბილების რომ არ ამოსვლია ჯერ?

პასუხი
-პირველი სარძევე კბილების ამოჭრის ვადა 6-9 თვეა, ამიტომ ჯერჯერობით საშიში არაფერია, თუ 9 თვის შემდგომ კბილები ამოჭრას კვლავ დაიგვიანებენ, აჩვენეთ პატარა პედიატრს და დაადგინეთ ხომ არ აღენიშნება პატარას კალციუმის დეფიციტისთვის დამახასიათებელი ნიშნები. უახლესი მონაცემებით, ხაჭო (40გრ) ბავშვმა შეიძლება მიიღოს 7 თვის ასაკიდან. არ იქნება ურიგო თუ თქვენ თვითონ სახლში მოუმზადებთ პატარას ხაჭოს.
ხაჭოს მომზადება: 1 ჩაის ჭიქა წინასწარ ადუღებულ და გაციებულ ქარხნულ რძეს (არა ძროხის რძეს!) უნდა დავუმატოთ ½ ჩაის ჭიქა მაწონი, კარგად უნდა ავურიოთ, უნდა დავდგათ ნელ ცეცხლზე, ერთხელ უნდა წამოვადუღოთ. რძე აიჭრება, ის საწურში უნდა გავწუროთ, მიღებული მასა, რაც საწურზე დარჩება უნდა გავხეხოთ და შევინახოთ მაცივარში. მაცივარში შენახვა შეიძლება 48 საათის განმავლობაში.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე სტატიაში "რა საჭიროა ხაჭო"
http://www.mkurnali.ge/pediatria/3309-ra-satciroa-khatco.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად