გთხოვთ გაგვარკვიოთ დაავადება- პიკვიკის (ძილის გამო... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

09-09-2014

-გთხოვთ გაგვარკვიოთ დაავადება- პიკვიკის (ძილის გამომწვევ)მიზეზებში და როგორ ინკურნება ის

პასუხი

-პიკვიკის სინდრომი, იგივე სიმსუქნით გამოწვეული ჰიპოვენტილაციის სინდრომი, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს საკმარისად ღრმად ან რიტმულად ისუნთქოს, რაც იწვევს სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და ნახშიროჟანგის მომატებას. ასეთი ადამიანები ძილში დროებით წყვეტენ, აჩერებენ, სუნთქვას, რაც არასრულფასოვან ძილს და დღის მანძილზე მუდმივი ძილიანობის მიზეზი ხდება (ძილის დროს სუნთქვის უეცარმა გაჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის ჰიპერტენზია, ინფარქტი და ინსულტი).
როგორც სინდრომის სახელწოდებიდან ჩანს, მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი სიმსუქნეა. მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ არსებობს ამ სინდრომის გამომწვევი სხვა მიზებიც, ვინაიდან პიკვიკის სინდრომი ზოგჯერ ნორმალური წონის ადამიანებსაც აღენიშნებათ.  ამ მიზეზებიდან აღსანიშნავია:
ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმები - ფსიქიკური ტრავმები, ინფექციური დაავადებები, თანდაყოლილი პათოლოგიები. მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდება პარალელის გავლება პიკვიკის სინდრომსა და გადატანილ დაავადებას შორის.
დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, რაც აისახება მადის მომატებაში, გაცხიმოვნებაში, ძილისადმი მიდრეკილებაში და ასევე სუნთქვის ცენტრის მგრძნობელობის შესუსტებაში სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობაზე, რაც აქვეითებს ფილტვების ვენტილაციას.

სიმპტომები:
მთავარი სიმპტომია ობსტრუქციული აპნოე ძილის დროს, რაც ხასიათდება ხვრინვით, აპნოეს (სუნთქვის შეწყვეტის) ეპიზოდებით, ღამის ძილის დარღვევით და დღის მანძილზე ძილიანობით. ეს ძილიანობა შესაძლებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს სისხლში ნახშირორჟანგის მომატებული კონცენტრაციის გამო(რომელიც მოქმედებს, როგორც სანარკოზე ნივთიერება). ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია ასევე იწვევს თავის ტკივილს, რომელიც ძლიერდება დილის პერიოდში.
ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის გამო იზრდება დატვირთვა გულის მარჯვენა პარკუჭზე, რომელსაც უწევს რომ მეტი სისხლი გადაისროლოს ფილტვებისკენ ჟანგბადით გასამდიდრებლად, მაგრამ ამას ვერ ახერხებს რადგან სხეულის დიდი მასა აწვება როგორც თვითონ გულს, ისე ფილტვებს. ყოველივე ამას კი მივყავართ სითხის დაგროვებადე, რაც იწვევს ფეხების შეშუპებას, ასციტს(მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას). სხვა სიმპტომები მოიცავს დეპრესიას, ჰიპერტენზიას, რომლის გაკონტროლებაც მედიკამენტებით ძნელია.
არ მკურნალობის შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ გართულებებს, როგორიცაა ძილში სიარული, გონების დაკარგვა, ავტომატური რობოტის მსგავსი ქცევები, ინტელექტის გაუარესება, ჰალუცინაციები, დაღლილობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, ღამის ენურეზი.

მკურნალობა:
მკურნალობა მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება; სტაბილური პაციენტებისთვის მკურნალობის ძირითადი მეთოდი წონის დაკლებაა დიეტით, ვარჯიშებით ან ოპერაციით. ქირურგიული ოპერაცია სასურველია თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი მძიმე გართულებები. მაგრამ წონის დაკლება ხანგრძლივი და ზოგჯერ უშედეგო პროცესია. ხშირად ასეთი პაციენტებისთვის იყენებენ დანადგარს, რომელიც მათ სუნთქვას უადვილებს. ასევე გამოიყენება გარკვეული პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ სუნთქვას, მაგრამ მათი შედეგიანობა არაა ბოლომდე დადასტურებული.

კომენტარები
20 დეკემბერი 2015 17:38
ან დაწერეტთ იკურნება ან არ იკურნება .ეს უაზრო ბოლო აბზაცი რაა?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად