ვარ 17 წლის გოგო და მაქვს იღლიის პარსვასთან დაკავ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

21-08-2014

- ვარ 17 წლის გოგო და მაქვს იღლიის პარსვასთან დაკავშირებული პრობლემა. ვიპარსავ ჩვეულებრივი ერთჯერადი ბიგით და კანი ყოველთვის მეჭრება და ცოთათი მაყრის ხოლმე მეორე გაპარსვაზე კი ეს ბუსუსები მეჭრება და ძალიან ვწვალობ. კრემ დეპილატორითაც ვცადე ამ პრობლემის გადაჭრა მაგრამ ბეწვი ეფექტურად ვერ მომაშორა და ისევ ბრიტვას მივმართე, ძალიან გთხოვთ რამე მირჩიოთ რა გავაკეთო???

პასუხი
-გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: გაიპარსეთ შხაპის შემდეგ, რადგან ცხელი ორთქლი ხსნის ფორებს კანზე, არბილებს თმას, რაც საერთო ჯამში აადვილებს პარსვას; კარგად გაისუფთავეთ კანი. ეს დაგეხმარებათ თავი აარიდოთ არაესთეტიურ წითელ გამონაყარს. გაპარსვის შემდეგ დეზინფექციის მიზნით დაიმუშავეთ კანი ქაფურის სპირტით. პარსვა ყოველთვის აზიანებს კანს, სწორედ ამიტომ, აუცილებელია დამატენიანებელი კრემის წასმა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ ეპილაციის შემდეგ სახმარი კრემი, სხვა დადებით თვისებებთან ერთად ის ასევე ანელებს თმის ზრდას. გამოიყენეთ საპარსი ხელსაწყო რამდენიმე პირით. ყურადღება მიაქციეთ რომ საპარსი იყოს კარგად მჭრელი, ერთჯერადი გამოიყენეთ ერთჯერადად, (მაქიმუმ 2-3 ჯერ). პარსვის პროცესში რამდენჯერმე დაასველეთ საპარსი ცხელ წყალში. საპარსის პირები შეცვალეთ ყოველი 5-6 პროცედურის შემდეგ. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად