–. თავის დაბანისას საკმაოდ ბევრი თმა მცვივა,თან ძა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

20-08-2014

–გამარჯობა. თავის დაბანისას საკმაოდ ბევრი თმა მცვივა,თან ძალიან ნელა მეზრდება თმა.რისი ბრალია და როგორ ვუმკურნალო?გავიგე კარგი ყოფილა დაბანისას წყალნარევი ძმრის გადავლება.თავს ორ დღეში ერთხელ ვიბან და სულ ვივლებ ძმარს.რეგულარულად ძმრის გადავლება შეიძლება?კარგი ფერის თმა მაქვს და არ მინდ აგამიფუჭდეს. როგორ ვუმკურნალი? ვარ 16 წლის.

პასუხი
–წყალში განზავებული წყალი შეიძლება გადაივლოთ თმაზე, მაგრამ როგორც ხედავთ ეს პრობლემას არ აგვარებს, თმის ცვენის მიზეზის დადგენის გარეშე შეუძლებელია ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა. გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს ანემია და უნდა განისაზღვროს სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობა, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები.
შეგიძლიათ მიმართოთ დერმატოლოგს/ტრიქოლოგს (ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა.), ან ენდოკრინოლოგს და თმის ცვენის მიზეზი დაადგინოთ.
სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი.
გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად