–ბაღში გვაქვს ნუშის ხე რომლის ნაყოფიც არის მწარე. ... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
14-08-2014

–ბაღში გვაქვს ნუშის ხე რომლის ნაყოფიც არის მწარე. მაინტერესებს რაში გამოიყენება ნუშის მწარე ნაყოფი? იქნებ რაიმე ხალხური საშუალება არსებობს, გამიგია სამკურნალოდ გამოიყენებოდა ადრე.

პასუხი
–დიახ, მედიცინაში უმთავრესად ნუშის მწარე ჯიშებს იყენებენ, ის ძალზე ტოქსიკურიც არის და წინასწარი დამუშავების გარეშე მწარე ნუშის ჭამა დაუშვებელია.
ნუშის ზეთს ორი სახეობის - ტკბილი და მწარე - ნუშისგან ხდიან.
ის წარმოადგენს სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე უსუნო სითხეს. მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს და F ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უზრუნველყოფს თმის ზრდას, უნარჩუნებს მას ელასტიკურობასა და ბზინვარებას. ნუშის ზეთი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის.
გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს. რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად.
მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ასტიმულირებს თმის ზრდას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას.
ეფექტურია ნაოჭების (განსაკუთრებით - თვალის ირგვლივ არსებულთა) საწინააღმდეგოდ. კარგია თერმული დამწვრობის, კანის მიკროტრავმების სამკურნალოდაც.
კომენტარები
09 სექტემბერი 2014 17:24
როგორ შეიძლება ნუშის ზეთის სახლის პირობებში მიღება?
25 აგვისტო 2014 18:31
თუ შესაძლებელია ოჯახურ პირობებში ნუშის ზეტის მიგებაა ?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად