–მოგესალმებით, ბოლო მენზი მქონდა 6 ნოემბერს და გამ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

14-08-2014

–მოგესალმებით, ბოლო მენზი მქონდა 6 ნოემბერს და გამოთვლით გამოვდივარ 40 კვირის ორსული, ჩემი პატარა იგვიანებს და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ... უკვე 3 კვირაზე მეტია მუცელი დაწეული მაქვს, ეს ბოლო 5 დღეა მაწუხებს ლორწოვანი გამონადენი დიდი რაოდენობით, ეს ალბათ საცობის ჩამოშლაა ხოო? მაწუხებს თავის მოვლითი ტკივილები, წნევაც შედარებით მაღალი მაქვს ეს დღეები, ნორმა 90/70ზეა და ახლა 120/80ზე მაქვს, ძალიან გათიშული და დაბნეული ვარ და იმედია გასაგებად გწერთ... ვიყავი ორჯერ კლინიკაში გავესინჯე და მითხრეს რომ ყელს გახსნა მხოლოდ ერთ თითზე აქვს და ისევ უკან მიშვებენ, ბავშვის წონა 3 კილო და 500ია, (ჩემი წონა კი 56 კილოს შეადგენს და მომატებული მაქვს 12 კილო, ნუ ეს ისე მაინც დავწერე) მენჯის ზომა ნორმის ფარგლებში მითხრეს, ბოლო ვადა კი 18 აგვისტოა ორსულობის და მაინტერესებს 18მდე თუ კიდევ არ მოევლინა დამაჩქარებლის გაკეთება რამდენად მისაღებია? ამ ვადაზე და ამ მონაცემებით 18იდან რამდენად აუცილებელია თქვენი აზრით დამაჩქარებლის გაკეთება??? ძალიან მეშინია რომ დიდი წონის იქნება და ვერ გავაჩენ... შემდეგ კი საკეისრო რომ მომიწიოს ეგეც არ მინდა :( უღრმესი მადლობა ყურადღებისა და თითოეული თქვენი უანგარო წამისთვის :*

პასუხი
–42 კვირის ორსულობიდან მშობიარობა ვადაგადაცილებულია, ორსულები ვადაგადაცილების პირველივე ნიშნებისთანავე თავსებიან სამშობიარო სახლში, სადაც მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და მშობიარობის სტიმულაცია მედიკამენტებით, რომლებიც ზრდიან საშვილოსნოს ტონუსს (ოქსიტოცინი, პროსტაგლანდინები), ვიტამინებით, კალციუმის პრეპარატებით და ა.შ.
ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ, გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა პაციენტთან უშუალო კონტაქტი, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ექიმის მითითებებს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად