რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- უკვე რამდენიმე დღეა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულისას, მარჯვენა ფეხის წვივის კუნთის არეშე მსუბუქ პულსირებას და დისკომფორტს ვგრძნობ (არ მჩხვლეტს, არ მტკივა, არ მტეხავს და არც მწვავს). მაგრამ წუხელ ღამით, რომ ვიწექი, დისკომფორთმა შემაწუხებელი ხასიათი მიიღო: ფეხის მუხლიდან ტერფამდე თითქოს მსუბუქ დაბუჟებას ვგრძნობდი (პულსირება აღარ იყო), თან ფეხის ამ ნაწილში ცივი ოფლის შეგრძნება მქონდა. რომ ავდექი ეს შეგრძნებები გამიარა. ტრომბოსზე, განგრენაზე და შემდგომ კიდურების მოჰკვეთაზე რაღაცეები გამიგია და ძალიან მეშინია. ამის წინად ძალიან მძიმე სტრესი გადავიტანე და მაინტერესებს თუ შეიძლება ეს ყველაფერი ნერვიულობის შედეგი იყოს? თუ არა და ვის მივმართო და რამდენად საშიშია? წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
პასუხი
-დიაგნოზის დადგენის მიზნით, სჯობს მიმართოთ ანგიოლოგს და გაიკეთოთ ქვედა კიდურთა სისხლძარღვების დოპლერი და კოაგულოგრამა.