–.ვარ 8 თვის ფეხმძიმე ეხლა გადავედი. გთხოვთ მირჩიო... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

08-08-2014

–გამარჯობათ.ვარ 8 თვის ფეხმძიმე ეხლა გადავედი. გთხოვთ მირჩიოთ როგორ ვიკვებო მშობიარობამდე ეს 2 თვე და რა პროდუქტი მივიღო უმეტესად.მადლობა

პასუხი
–ორსულობის ბოლო 2 თვის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ მლაშე პროდუქტები, შაშხი, კონსერვები, ნახევარფაბრიკატები. ეს პროდუტები მაღალკალორიულია, მაგრამ მცირე რაოდენობით შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ნაყოფისთვის. შეზღუდეთ შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ბრინჯი, მანანის ფაფა, ასევე - ბულიონი, შემწვარი ხორცი, თევზი.
მიზანშეწონილია მოაწყოთ განტვირთვის დღეები: ვაშლისა, კომპოტისა, ხაჭოსი, არაჟნისა.
გვიანი ტოქსიკოზის დროს რაციონი ორსულისთვის აუცილებელი ოდენობით უნდა შეიცავდეს ცილებს, პირველ რიგში - რძის პროდუქტების, განსაკუთრებით ხაჭოს სახით. ცხიმები 60 გრამამდე იზღუდება, ჭარბი წონის შემთხვევაში - 40 გრამამდე.
სასურველია რძისა და მცენარეული დიეტა ბოსტნეულის მომატებული შემცველობით და ხილით. შაქრის ნაცვლად თაფლი გამოიყენეთ.
მარილი ორსულობის ბოლო 1-2 თვის განმავლობაში - 5გ-მდე. იზღუდება სითხეც - წყალი, ჩაი, კომპოტი, სუპი ბოლო 1-2 თვეს - 0,8-მდე. სითხის მთავარი წყაროა წვენები და რძე.
ორსულთათვის სასარგებლო პროდუქტებია :
• მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
• ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
• ხორცი, თევზი, კვერცხი;
• ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.
ორსული უნდა მოერიდოს:
• კოფეინის შემცველ სასმელს: ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი –კოლა და კოკა-კოლა; 
• ალკოჰოლს - დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მას;
• თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;
• ჭარბად შაქარს და ტკბილ საკვებ პროდუქტებს: კომფეტები, შოკოლადი, ნამცხვერები;
• საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადები, მწნილები, საწებლები;
• ცხოველური ცხიმის დიდი რაოდენობით მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;
• კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავენ და შესაძლოა ისეთი საშიში ინფექციის წყარო გახდენენ, როგორიცაა ბოტულიზმი.
• არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს
• ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;
• თოხლო და უმ კვერცხს.
• ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად