– მაქვს ასეთი შეკითხვა მშობიარობის შემდეგ კუჭის მო... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-08-2014

–გამარჯობათ მაქვს ასეთი შეკითხვა მშობიარობის შემდეგ კუჭის მოქმედების შემდეგ ვაყოლებ სისხლს და შემდეგ ტკივილსაც ვგრძნობ გთხოვთ მირჩიოთ რითი ვიმკურნალო ან მიშველის თუ არა რელიფის სანთელის მოხმარება?

პასუხი
–თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომების გათვალისწინებით აუცილებელია პროქტოლოგის კონსულტაცია. მანამდე კი არ უნდა დაუშვათ შეკრულობა. უნდა მოიწესრიგოთ კვების რაციონი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები.
მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური.
ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში.
ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს: კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენიც.
თუ ორ დღეზე მეტ ხანს არ გექნებათ კუჭის მოქმედება, აუცილებლად გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა.
მეძუძურიბის პერიოდში შეგიძლიათ გამოიყენოთ თურმანიძის მალამო ბუასილისთვის. სრულყოფილი მკურნალობისთვის კი საჭიროა პროქტოლოგთან ვიზიტი, მითუმეტეს თუ ჩივილი გაგიგრძელდათ.
რელიფის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად