–თმის ცვენასა და ბოლოების დაყოფას რა ვუშველო? | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

05-08-2014

–თმის ცვენასა და ბოლოების დაყოფას რა ვუშველო?

პასუხი
–არც თუ იშვიათად, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს თმის არასწორი მოვლა. მაგალითად, ხშირია როცა ქალბატონებს მზისგან უფუჭდებათ თმის ხარისხი და ეწყებათ თმის ცვენა.
დაუშვებელია თავზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება! აუცილებელია მზეზე ქუდით სიარული. აღნიშნული პრობლემების  მიზეზებია: ქრონიკული ინფექციები; ანემიები; პარაზიტული დაავადებები; არაბალანსირებული კვება; A, c, E, B ვიტამინების დეფიციტი; ულტრაიისფერი გამოსხივება; ქლორიანი წყალი; ქიმიური დახვევა; ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით; ფენის არასწორი მოხმარება; უხარისხო სავარცხელი და სხვა.
პირველ რიგში მიმართეთ ენდოკრინოლოგს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის მიზნით, ასევე ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი რკინადეფიციტური ანემიის გამოსარიცხად. გარდა ამისა უნდა მიმართოთ სტილისტს რათა მოხდეს თმების შემოკლება (იჭრება დაზიანებული ბოლოები, ამას სტილისტები წვერის გახსნას უწოდებენ), თუ მშრალი თმები გაქვთ შეიძინეთ აფთიაქში თალგამის ზეთი და კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მისი ნიღაბი თმებზე, ასევე პერიოდულად (კვირაში ერთხელ) გაიკეთეთ მაიონეზის ნიღაბი (მაიონეზი მხოლოდ 20 წუთი გაიჩერთ თმებზე და შემდეგ დაიბანეთ თავი).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად