გთხოვთ უპასუხოდ ნუ დამტოვებთ, ვარ 15 წლის 12ის ვი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

30-07-2014

- გთხოვთ უპასუხოდ ნუ დამტოვებთ, ვარ 15 წლის 12ის ვიყავი მაშინ როცა მენსტრუაცია მომივიდა ნორმალურად იყო ყველაფერი მაგრამ წლინახევრის შემდეგ რამდენიმე თვე არ მომსვლია სახეზე თმა წამომივიდა მივედი ექიმთან გამომიწერა დიანე 21 ტაბლეტი და ანდროკური 10. 9თვე ვსვამდი როცა 21დგიან პროცედურას მოვრჩებოდი 6დღეს ვისვენებდი, 7დღეს მენსტრუაცია მომდიოდა დიანეს და ანდროკურს ისევ ვიწყებდი როცა დავასრულე 3თვე მომივიდა სხვადასხვა რიცხვში და მერე 3თვე საერთოდ არ მომსვლია. (ამ დროს გამიჩნდა სტრიები თეთრი ფერის ჰორიზონტალურად მიმართული და წონაში მოვიმატე, მენსტრუაცია როცა მაქ ვბანაობ და შეიძლება ეს?) მივედი ექიმთან გადავიღე ეხო და მითხრა ყველაფერი ნორმალურად გაქვს 2ივე საკვერცხე და საშვილოსნოცო.გამომიწერა პროგესტერონი 2.5% 5 გაკეთება დღეგამოშვებით და მითხრა როცა მოგივა დიანე და ანდროკური დალიე 1 თვეო ოღონდ ანდროკური უკვე 15 ტაბლეტი.მენსტრუაცია მომივიდა როცა ნემსებს მოვრჩი სამ დღეში ანუ 26 ივლისს.პირველ დღეს როცა მომდის 2 საათი მტკივა ოღონდ ძალიან არა! მაქვს თეთრი გამონადენი ზოგჯერ ცოტათი და სახეზე ვიკეტებ ლაზერულ ეპილაციას იქნებ მითხრათ ხომ შეიძლება მან თმა საერთოდ გამიქროს? და რამდნეი სიანსის შემდეგ? ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ რას შეიძლება გამოეწვია ასეთი სახის დარღვევა და ხომ არ შემიქმნის იგი მომავალში პრობლემას? იქნებ მითხრათ სწორად ვმკურნალობ თუ არა წინა შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე და გთხოვთ ორივეზე გამცეთ პასუხი ამაზე უფრო სწრაფად რადგან ძალიან ვნერვიულობ. მადლობა წინასწარ გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და დაწვრილებითი პასუხი გამცეთ დიდი შეკითხვისთვის ბოდიშს გიხდით თქვენი იმედი მაქვს.

პასუხი
- პირველ რიგში გიპასუხებთ, რომ ყველა კითხვა ქვეყნდება შემოსბლიდან არა უმეტეს 120 დღისა; - რაც შეეხება, თქვენს დღევანდელ კითხვას, რომელი გამოკვლევები გაქვთ ჩატარებული ? - მამაკაცური ტიპის გათმოვანების დროს უნდა ჩაიტაროთ  შემდეგი გამოკვლევები : - სისხლის შრატში ტესტოსტერონის განსაზღვრა; • სისხლის შრატში დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის (DHEA) განსაზღვრა; • ანდროსტენდიონის განსაზღვრა შრატში; • 17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა შრატში; • კორტიზოლის განსაზღვრა; • გონადოტროპინების განსაზღვრა. ამ საკითხში უკეთ გარკვევისთვის გაეცანით ლალი ჩხიკვაძის სტატიას  „ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი - პრობლემის მოგვარების გზები და საშუალებები“; 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
15 აგვისტო 2014 19:43
qali 0.37-2.71 esaa shemeshala aq
13 აგვისტო 2014 14:26
გამარჯობა ვიპოვნე ანალიზის ფურცელი და მოგწერთ რაც წერია ესეიგი. ტესტის დასახელება-DHEA-S, შედეგი-2.11, ზ/ერთ-ug/mL, შედეგის ინტერპრეტაცია: მამაკაცი-0.73-3.81, ქალი: 0.73-2.71 ეს წერია გთხოვთ გამარკვიოთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად