.ვარ 26 წლის.შვილი მყავს 4 წლის.მშობიარობის შემდეგ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

28-07-2014

-გამარჯობათ.ვარ 26 წლის.შვილი მყავს 4 წლის.მშობიარობის შემდეგ ხან წყლულზე ვიმკურნალე, მქონდა ცისტიტიც,შემდეგ სოკო. მუდმივად მაქვს გამონადენი,რომელიც იყო ბლანტი მოთეთრო ფერის,ეხლა შედარებით სქელი და ყვითელია, მწვანეში გარდამავალი.უკვე რამოდენიმე თვეა მაწუხებს წელის გაუსაძლისი ტკივილი. რეგიონში ვცხოვრობ. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა

პასუხი
-ერთადერთი რჩევაა დროულად მიმართოთ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ სულ მცირე,საშოს ნაცხის გამოკვლევა მაინც; გამოკვლევების გარეშე შეუძლებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა და ადექვატური, შედეგიანი მკურნალობის დანიშვნა.
ინფორმაციისთვის! საშოდან ყვითელი გამონადენს შეიძლება ახლდეს სხვა სიმპტომებიც (ქავილი, გაღიზიანება, ტკივილი) ან შეიძლება იყოს დაავადების ერთადერთი სიმპტომი. საშოდან გამონადენის მიზეზის დადგენა, მათ შორის ყვითელის, შეუძლია გინეკოლოგს, სრულყოფილი ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგ. დაუშვებელია დაავადების “გამოცნობა” და თვითმკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
როდის გვხვდება ყვითელი გამონადენი:
* ყვითელი ან მწვანე ბუშტუკოვანი გამონადენი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (ტრიქომონიაზი და სხვა);
* ყვითელი ან მწვანე მწირი გამონადენი - საშოს ბაქტერიული ინფექცია, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ქრონიკული ადნექსიტი (საკვერცხეების ანთება), ქრონიკული სალპინგიტი (საშვილოსნოს მილების ანთება);
* გონორეისთვის დამახასიათბელია ყვითელი ფერის ჩირქოვანი გამონადენი უსიამოვნო სუნით, ახლავს წვა და სასქესო ორგანოების ქავილი.
თქვენი ჩივილი საკმარისია იმისთვის რომ მიმართოთ გინეკოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად