მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით დახმარებისთცვი... | ჰემატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ჰემატოლოგია

კატეგორია - ჰემატოლოგია

17-07-2014

-მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით დახმარებისთცვის.. ჩემს 57 წლის დედას აქვს ქრონიკული რკინადეფიციტური ანემია, გვინდა მივაღებინოთ ტოტემა, მაგრამ რა დოზით არ ვიცი...ხომ ვერ დაგვეხმარებით? და კიდევ მერცის სპეც დრაჟე და ტოტემას ერთად მიღება თუ შეიძლება?

პასუხი
-დოზირების რეჟიმის შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით; ზოგადად, ანემიის სიმძიმიდან გამომდინარე პრეპარატი ინიშნება 2-4 ამპულა დღეში.
რკინის პრეპარატების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით , ვინაიდან რკინის ჭარბი მიღება სულაც არ არის უვნებელი. ჭარბი რკინა შესაძლოა ღვიძლში ან სხვა ორგანოებში დაგროვდეს და პათოლოგიური მდგომარეობა - ჰემოსიდეროზი გამოიწვიოს.
ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია, რათა გადაწყდეს მკურნალობის ხანგრძლივობა, მისი შეწყვეტისა თუ გაგრძელების საკითხი, დადგინდეს, კორექტირებულია თუ არა ანემია.
ფეროთერაპიის ეფექტურობის შესაფასებლად უნდა შემოწმდეს რეტიკულოციტური რეაქცია (მკურნალობის მე-10-12 დღეს). მკურნალობის ეფექტი (ჰემოგლობინის მაჩვენებელი) უნდა შემოწმდეს 1 თვეში. თუ შედეგი უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის ექიმმა ავადმყოფი უნდა გააგზავნოს ჰემატოლოგთან. თუ შედეგი დადებითია მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზაციამდე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად