ბაქტეროლოგიური და კოპროლოგიური ანალიზით დამიდგინდ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
17-07-2014

-ბაქტეროლოგიური და კოპროლოგიური ანალიზით დამიდგინდა დისბაქტერიოზი. აგრეთვე მაქვს კენჭი ნაღველში. როგორც ჩანს ჩემი ორგანიზმი მარხვას ვერ უძლებს, მარხვის პერიოდში ხშირად მემართება დიარეა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და ლაქტობაქტერიების ნაკლებობა. მინდა გავიგო მიზეზი, რით არის გამოწვეული ეს დიაგნოზი. გთხოვთ კონსულტაციას, კიდევ რა გამოკვლევებია საჭირო, რომ დადგინდეს მიზეზი და ერთხელ და სამუდამოდ განვიკურნო ამ დაავადებისაგან.

პასუხი

-         გთვაზობთ ამონარიდს ეკა ჭავაჭავაძის სტატიიდან „დისბაქტერიოზი“ :

-         რა არღვევს ნაწლავებში ჩვეული მიკროფლორის წონასწორობას?

-         ასეთი რამდენიმე ფაქტორია ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმ გარემოს მჟავატუტოვანი მდგომარეობა, რომელშიც არსებობს მიკროფლორა. თუ გარემო ზომაზე მეტად მჟავა ან ზომაზე მეტად ტუტე გახდა, ზიანდება სასარგებლო მიკრობთა უჯრედული გარსი და ისინი იღუპებიან, მათი დაღუპვა კი არღვევს თანაფარდობას სასარგებლო და პირობით-პათოგენურ მიკრობებს შორის. თანაფარდობის დარღვევის მიზეზი ხშირად არის თავად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე პროცესებიც, მაგალითად, მაშინ, როდესაც ღვიძლი ან კუჭქვეშა ჯირკვალი საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს საკმარისი ოდენობით ვერ წარმოქმნიან, საკვები ნაწლავებში სათანადოდ ვერ მუშავდება და ნაწლავებში რჩება მოუნელებელი ნარჩენები, რომლებიც მავნე ბაქტერიათა გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამავე მექანიზმით იზრდება მავნე მიკრობთა რაოდენობა: როცა ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითების გამო საკვების გუნდა სათანადო დროში, სათანადო სიჩქარით ვერ გადაადგილდება ნაწლავებში, მისი შიგთავსი ლპება და ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გამრავლებას. ადამიანის ნაწლავური ფლორის ობლიგატურ (სასარგებლო) მიკრობთა დიდ ნაწილს ადამიანი საკვების სახით იღებს. როდესაც კვების რაციონი ღარიბი და დაუბალანსებელია, სასარგებლო მიკრობებით ორგანიზმის გარედან შევსება მცირდება, მათი რაოდენობა იკლებს. ამიტომ არის, რომ ხანგრძლივი ურეჟიმო და არასრულფასოვანი კვება თანდათან არღვევს სასარგებლო და პირობით-პათოგენურ მიკრობთა თანაფარდობას და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევამდე მივყავართ. სასარგებლო ფლორაზე გამანადგურებლად მოქმედებს დაავადების გამომწვევი მიკრობები და პარაზიტული ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზები. ასეთ პირობებში სასარგებლო მიკროფლორა ისპობა, რასაც დისბაქტერიოზი მოსდევს. უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არასათანადო გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზის შემთხვევები - ეს პრეპარატები ხომ მავნესთან ერთად სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებენ.

- დისბაქტერიოზის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა განავლის კოპროლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. კოპროლოგიური გამოკვლევის საშუალებით ადგენენ, რა დონეზე მიმდინარეობს ნაწლავებში საკვები კომპონენტების - ცილების, ცხიმების, უჯრედისის - მონელება. დისბაქტერიოზის დროს, დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს ნაწლავის შიგთავსის ბუნებას, კერძოდ, იმას, ჭარბად ხომ არ შეიცავს განავალი ქიმიურ ნაერთებს, ორგანულ მჟავებს, ალდეჰიდებს, მომწამვლელ აირებს: ინდოლს, სკატოლს, გოგირდწყალბადს, არის თუ არა მასში სისხლი ან ლორწო. კოპროლოგიული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ განავალში ნახშირწყლების კონცენტრაცია და ამით დავადგინოთ, როგორია ნაწლავთა მიერ ნახშირწყლების შეწოვის ხარისხი. როდესაც ნაწლავებში ეს პროცესი დაქვეითებულია, განავალში მკვეთრად იმატებს შეუწოველი ნახშირწყლები. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას ვადგენთ, რამდენად არის შეცვლილი მიკრობული პეიზაჟი. კერძოდ, დისბაქტერიოზის დროს ნორმალური მიკროფლორის სამი წარმომადგენლის - ბიფიდობაქტერიის, ლაქტობაქტერიისა და ნაწლავის ჩხირის - წილობრივი შემცველობის დარღვევა შეინიშნება, ამიტომ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის მიზანი ამ მიკრობთა კონცენტრაციის განსაზღვრაა. დისბაქტერიოზის დროს ნაწლავებში საგრძნობლად იზრდება ჩირქმბადი მიკრობების რაოდენობა,  იმატებს კანდიდას ტიპის სოკოები და ჩნდება ეშერიხიების პათოგენური შტამები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში არ ბინადრობენ. როგორც კოპროლოგიური, ისე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგები მაშინ არის სარწმუნო, როცა მასალა აღებულია სტერილური კოვზით და ჭურჭლით, დაცულია მისი ლაბორატორიაში მიტანის ვადა - საკვლევი მასალა ლაბორატორიაში დეფეკაციიდან 2-3 საათში უნდა მოხვდეს.

- როგორ მკურნალობენ დისბაქტერიოზს?
- დისბაქტერიოზის მკურნალობა სასარგებლო და მავნე ბაქტერიებს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენას გულისხმობს. ეს მიიღწევა სხვადასხვა სახის პრეპარატების საშუალებით, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც ასტიმულირებენ სასარგებლო მიკრობთა შტამების ზრდას, გამრავლებას. მათ პრობიოტიკებს უწოდებენ. ისინი თავად შეიცავენ მიკროორგანიზმებს და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს. მნიშვნელოვანია იმ პრეპარატთა როლიც, რომლებიც უშუალოდ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავენ - მათი მეშვეობით ნაწლავებში ფაქტობრივად გარედან შეგვყავს საჭირო ბაქტერიები. არსებობს პრეპარატები, რომლებიც მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ, ამცირებენ მათ რაოდენობას და ამ გზით აღადგენენ ბალანსს. ასეთებია ბაქტერიოფაგები და ანტიბიოტიკები. ოღონდ ანტიბიოტიკების გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან თუ დოზას გადავაჭარბეთ, ისინი თავად იქცევიან ნორმალური ბალანსის დარღვევის მიზეზად. მკურნალობის კომპლექსში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საჭმლის მონელების დარღვეული პროცესის აღდგენა, რაც ფერმენტების დახმარებით მიიღწევა. ისინი ახდენენ ნაწლავთა პერისტალტიკის ნორმალიზებას და საკვების სრულ მონელებას უწყობენ ხელს. სიმპტომური მკურნალობის მიზნით ვუნიშნავთ ადსორბენტებს - აირების შთამნთქმელ საშუალებებს, რომლებიც სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებსაც შთანთქავენ, ამცირებენ მუცლის შებერილობას, ყურყურსა და მეტეორიზმს. რა თქმა უნდა, აუცილებელია დაბალანსებული კვება, სწორი რეჟიმი და რაციონალური მენიუ. დისბაქტერიოზი საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, რადგან აუცილებელია საჭმლის მონელების ყველა დარღვეული რგოლის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმული პროცესი უკუდატრიალდება და პათოლოგიური სიმპტომებიც კვლავ იჩენს თავს.

-         
- როგორ ავიცილოთ თავიდან დისბაქტერიოზი?
- დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა კვებისა და ცხოვრების რეჟიმთან დაკავშირებული რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება. თანამედროვე ცხოვრების რიტმის გამო ადამიანთა უმრავლესობას უწევს სამსახურში დიდხანს შიმშილი, შესვენებაზე მშრალად წახემსება, ხოლო სამუშაო დღის შემდეგ დიდი რაოდენობის საკვების ერთბაშად მიღება. მრავალი ჩვენგანის სამუშაო დღე ისეა აწყობილი, რომ ნავახშმევს მაშინვე იძინებს, მოდუნებულ ორგანიზმს კი ძილის დროს საკვების სრულფასოვანი მონელება უჭირს. აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროული მკურნალობა, განსაკუთრებით ისეთებისა, როგორიც არის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის ანთება. ეს ორგანოები საჭმლის მომნელებელ ტრაქტს საჭირო ფერმენტებით ამარაგებენ, მათი დაზიანებისა და ფერმენტთაAდეფიციტის დროს კი საჭმლის მონელების პროცესი ირღვევა. მენიუში ყოველთვის უნდა იყოს უჯრედისი. უჯრედისით მენიუს გაჯერება მცენარეული პროდუქტების ხარჯზე ხდება. სწორედ მათი საშუალებით ხერხდება ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებით შევსება. გეთანხმებით, ჩვენი ყოველდღიურობის გათვალისწინებით, ყოველივე ეს ადვილი არ არის, მაგრამ დისბაქტერიოზის ჩამოყალიბებული ფორმის მკურნალობა გაცილებით რთული და დამღლელია, ამიტომ მკურნალობამდე საქმის მიყვანას მისგან თავის დაცვა სჯობს. ”

მკურნალობისთვის  უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს და აღიდგინოთ ნაწლავის ფლორა;

http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/2327-2010-12-25-19-35-26.html
კომენტარები
16 სექტემბერი 2016 14:12
მოგესალმებით, ჩემს მეუღლეს თვენახევარია რაც დაეწყო კუჭის აშლა გამომწვევი მიზეზი ზუსტად არვიცით ქონდა ვირუსი როგორც ექიმებმა თქვეს სვამდა ანტიბიოტიკებს 10 დღის განმავლობაში ამასთანავე ჭამა გადაუდუგებელი რძის თავზე მორთმეული შესქელებული დედო. რომელს შეიძლებოდა გამოეწვია აშლილობა ამბობენ რომ ანტიბიოტიკებმა იცისო, იმკურნალა მცენარეული წამლებით 2 კვირა მაგრამ წამლების დამთავრების შემდეგ ისევ დაეწყო, შემდეგ განავალიც ჩავთესეთ და არაფერი ამოვიდა, ეხლა ვმკურნალობთ გასტროინტროლოგთან მაგრამ რატომგაც არც ამის იმედი გვაქვს გთხოვთ გვირჩიოთ რამე, უკვე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს ეს ყველაფერი. მადლობა წინასწარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად