.მაინტერესებს რომელი ხილი შეიძლება მეძუძური დედისთ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

15-07-2014

-გამარჯობა.მაინტერესებს რომელი ხილი შეიძლება მეძუძური დედისთვის. 1 თვის პატარა მყავს და იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ როგორ ვიკვებო.შეიძლება ბადრიჯანი, ბულგარული, ხიზილალა.იქნებ მაქსიმალურად ვრცლად მითხრათ რისი ჭამა შემიძლია.მხოლოდ ყოველდგიურ რაციონს ნუ მომწერთ ძალიან გთხოვთ.უღრმესი მადლობა წინასწარ

პასუხი
- 5–6 თვემდე არ არის სასურველი მეძუძურმა რაციონში ჩართოს პროდუქტები, რომლებიც მუცლის შებერილობას და აირების დაგროვებას იწვევენ, ასეთი პროდუქტების რიცხვში შედის ბადრიჯანი, ხოლო ხიზილალა კი ალერგიული პროდუქტების ჩამონათვალშია.
რაც შეეხება ხილს, ლაქტაციის პერიოდში მეძუძურმა დედამ არ უნდა მიიღოს ალერგიული თვისებების მქონე ხილი და ციტრუსები (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი), ატამი, საზამთრო, ნესვი, აგრეთვე ისეთი ხილი, რომელიც იწვევს შებერილობას (მსხალი, ბალი, ხურმა).
საწყის ეტაპზე ჯობს დაჯერდეთ ვაშლს. დანარჩენი ხილი კი შეიტანეთ ეტაპობრივად, ბავშვის ასაკის მატების კვალდაკვალ.
პროდუქტების შეტანა რაციონში უნდა მოხდეს ფრთხილად და დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას. ყოველი ახალი პროდუქტი, მათ შორის ხილიც დასაწყისში უნდა მიიღოთ მხოლოდ პატარა ნაჭერი, შემდეგ დღეს ნახევარი და დააკვირდით ბავშვის რეაქციას, თუ არ შეექმნა პატარას პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ან კანზე არ გაჩნდა გამონაყარი, მაშინ გაზრდით რაოდენობას.
თუმცა უნდა გახსოვდეთ, ყოველი ახალი ხილისა და საკვების დამატების დროს სხვა ახალ პროდუქტს ნუ მიიღებთ 1-3 დღე.
ვაშლი კი დასაწყისში ღუმელში გამომხცხვარი სახით მიიღეთ, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩართეთ სხვა ტკბილი (და არა მჟავე) ხილი.
რაციონიდან უნდა გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები: ყავა, მუქი ჩაი, კოკა-კოლა, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტების, ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ადვილად გადადის რძეში და ახალშობილებში მძიმე ნევროლოგიურ დაზიანებას იწვევს.
ყველაფერი დანარჩენი - პირველი და მეორე კერძები მჭლე ხორცით ან თევზით აუცილებელია  ( ხორცი რკინის წყაროა (რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ანემიის განვითარებას),   თევზი -ფოსფორისა (უმჯობესია, მოხარშული), კალციუმისა  - რძე და რძის პროდუქტები(უზრუნველყოფს ძვლისა და კბილების ზრდას), ხარისხიანი ყველი, ბოსტნეული, ხილი - ნებადართულია.
ნუ დაივიწყებთ ფაფებს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად