ჩემი ბიჭი წლის და 8თვიისაა. ძუძუს დღემდე ჭამს, ამ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

30-06-2014

- ჩემი ბიჭი წლის და 8თვიისაა. ძუძუს დღემდე ჭამს, ამასთანავე ვცდილობ როგორც საჭიროა ჯანმრთელად გამოვკვებო, მაგრამ ბავშვს არ უნდა არაფრის ჭამა. არ არსებობს საჭმელი რომ მას უყვარდეს, ძუძუ რომ არ ვაჭამო და ძალიანაც რომ შიოდეს მაინც უარს ამბობს ყველანაირ საკვებზე. რასაც მე ძალიან განვიცდი და ვცდილობ ძალით ან გართობით, ხან ჩხუბით ვაჭამო ცოტა მაინც.ზოგჯერ ასეთი ჭამის დროს გულს ირევს. ვიცი რომ ეს არ შეიძლება და ასეთი საქციელი ბავშვზე ზეწოლაა, მაგრამ მეშინია არ დამისუსტდეს და იმიტომ ვაკეთებ ამას. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ან როგორ მოვუმატო ჭამის მადა. ბავშვი ფიზიკურად ნორმალურადაა და არ არის გამხდარი..

პასუხი
- ძუძუს წოვება შეიძლება 2 წლამდეც გააგრძელოთ, თუმცა ბავშვი აუცილებლად უნდა იღებდეს სხვა საკვებსაც და ძუძუს წოვას არ უნდა ქონდეს მუდმივი ხასიათი, ის უნდა გრძელდებოდეს 15 წუთი, დღეში 4-ჯერ, სხვა დროს ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ. 1 წლის შემდეგ ბავშვი ძილისას არ უნდა ჭამდეს. რაც შეეხება რძის გაშრობას, სარძევე ჯირკვლის აქტიურობის პერიოდი მას შემდეგ შეწყდება, რაც ბავშვი აღარ მოწოვს ძუძუს. წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. წოვის შეწყვეტიდან 1-2 დღის განმავლობაში იგრძნობთ სიმძიმეს და რძის მოწოლას მკერდში, შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ. მაგრამ გამოწველის პროცესი განსხვავდება წოვის პროცესისგან - მას არ აქვს ჯირკვლის მასტიმულირებელი ისეთი ეფექტი, როგორიც წოვას. ამიტომ რძე თანდათნ შემცირდება და გაქრება, თუმცა მცირე რაოდენობით გამონადენი ჯირკვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ. თუ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა არ შემცირდა, ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები, მაგრამ მათი თვითნებური მიღება დუშვებელია, იგი უნდა დანიშნოს გინეკოლოგმა ან მამოლოგმა. შეფასდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დადგინდეს, რომ ამ პრეპარატის მიღება არ არის თქვენთვის სარისკო. აქვე მოგაწვდით რეკომენდაციები ბავშვის კვებაზე: ამ ასაკის ბავშვის კვება უნდა იყოს უფროსების კვებასთან მიახლოებული. 1 წლის ასაკის ზემოთ პატარა გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მას ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.). მისთვის დასაშვებია უმი და მოხარშული ხილი, ბოსტნეული, ქათმისა და საქონლის ხორცი. ამ ასაკის ბავშვის რეკომენდებული მენიუ ასე გამოიყურება: საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილის პიურე. სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი. ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე, ხაჭო ან წვენი. ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი. ბავშვის რაციონში ასევე დაშვებულია: ნამცხვარი, კარამელი, მურაბა, ჯემები. კვება უნდა იყოს 4-ჯერადი, დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად