მყავს 2 თვის ბავშვი.დაბადებიდან რამდენიმე დღეში შე... | თვალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - თვალი

კატეგორია - თვალი

30-06-2014

-მყავს 2 თვის ბავშვი.დაბადებიდან რამდენიმე დღეში შევამჩნიე რომ თვალი ძალიან ეწირპლებოდა ისე, რომ გახელა უჭირდა და მცირე ცრემლდენა ჰქონდა. ვაწვეთეთ ანტიბიოტიკები,მცირე უკეთესობა იყო, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ ეწყებოდა ყვითელი გამონადენის გამოსვლა. იქნებ მითხრათ,ეს ყვითელი გამონადენი ჩირქია? გვითხრეს რომ შეიძლება საჭირო იყოს საცრემლე არხის გახსნა ზონდირებით.იქნებ მიპასუხოთ, ეს სიმპტომები რისი ნიშანია და თუკი გახსნაა საჭირო როგორ ხდება ზონდირება,რა ასაკში კეთდება,მტკივნეულია თუ ანესთეზია შეიძლება და რამდენი ხანი გრძელდება.

პასუხი
-წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად აქვთ ჩირქოვანი გამონადენი, რისი მიზეზიც უმეტესად საცრემლე პარკის ანთებაა. საქმე ის გახლავთ, რომ ზოგიერთ ჩვილს საცრემლე წერტილი დაბადებისთანავე არ ეხსნება. ჩვეულებრივ, ცრემლი საცრემლე არხის საშუალებით ცხვირის ღრუში ჩაედინება. ამას თვალის შიგნითა კუთხესთან არსებული საცრემლე არხის სანათური (საცრემლე წერტილი) უზრუნველყოფს. მისი დაცობის შემთხვევაში ცრემლის ფიზიოლოგიური დინება ფერხდება, თვალის ნაპრალში ცრემლის ხანგრძლივად დგომა (ჩაგუბება) კი მის ინფიცირებას იწვევს, რითაც დასაბამი ეძლევა საცრემლე პარკის ანთებას. ამ დროს, ჩვეულებრივ, ყვითელი გამონადენი ჩნდება, რაც ინფექციაზე მიუთითებს.
სახლის პირობებში ანტიბიოტიკის გამოყენებასთან ერთად ამ პრობლემის წინააღმდეგ მიმართული ძირითადი საშუალება არის სწორად ჩატარებული მასაჟი. ზეწოლითი მოძრაობა თითით ზევიდან (თვალის შიგნითა კუთხიდან) ქვევით. დღეში 8-10 ჯერ, ერთი თვის განმავლობაში, თუ არ არის შედეგი, ნაჩვენებია ზონდირება (საცრემლე არხის გახსნა).
საცრემლე არხის გახსნის პროცედურა გარკვეულ ტკივილთან დაკავშირებული ნამდვილად არის, მაგრამ მას ჩვეულებრივ ადვილად იტანენ პატარები, რადგან პროცედურა სულ 1-2 წუთს გრძელდება. თუ საცრემლე არხი დახურულია, აუცილებელია მისი გახსნა. პროფესიონალი თვალის ექიმები პროცედურას წარმატებით ახორციელებენ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად