გაჭინთვის დროს(კუჭში გასვლა) ხშირად სპერმა თავისით... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

24-06-2014

-გამარჯობათ,გაჭინთვის დროს(კუჭში გასვლა) ხშირად სპერმა თავისით გამოდის.ეს რამე დარღვევაა? თუ შეიძლება მირჩიოთ მედიკამენტი.ცნობისთვის მინდა გითხრათ,რომ თვენახევრის უკან გაკეთებული მაქ ვარიკოცელეს ოპერაცია.თუმცა ეგ მანამდეც შევამჩნიე.მინდა დავძინო რომ სპერმა ორგაზმის დროს უბრალოდ გადმოდის ასოდან და იშვიათად თუ ასხამს.გთხოვთ გამცეთ ამომცურავი პასუხი. ამ პროექტით ბევრს ეხმარებით.მადლობა

პასუხი
-ეს არ არის ნორმალური.როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პროსტატორეასთან ან სპერმატორეასთან.
პროსტატორეა წინამდებარე ჯირკვლიდან სეკრეტის გამოყოფაა შარდვის ბოლოს ან დეფეკაციის (კუჭში გასვლის) დროს. დაკავშირებულია გამომტანი სადინრების ტონუსის დაქვეითებასთან ანთების გამო. არის ქრონიკული პროსტატიტის ერთ-ერთი ხშირი ნიშანი. ამ გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევისას მასში სპერმატოზოიდები არ არის.
სპერმატორეა კი ურეთრიდან მოთეთრო- მოყვითალო ფერის სითხის (სპერმის) გამოყოფაა სქესობრივი აგზნების გარეშე შარდვის ბოლოს და დეფეკაციის დროს. გამონადენის მიკროსკოპულ ანალიზში ჩანს სპერმატოზოიდები. სპერმატორეა აღინიშნება სათესლე გზების ანთებითი პათოლოგიების (ფოლიკულიტი, ვეზიკულიტი) დროს.
თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, რადგან თუ ანთებითი პროცესი ქრონიკულად მიმდინარეობს, ის შეუქცევად გართულებებს გამოიწვევს.
კომენტარები
28 ივნისი 2014 08:45
მადლობა პასუხისთვის ღმერთმა დაგლოცოთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად