მაინტერესებს რამე ხალხური მეთოდით სახიდან ლაქების... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
24-06-2014

- მაინტერესებს რამე ხალხური მეთოდით სახიდან ლაქების მოსაშორებელი ნიგაბი,რომელიც გამონაყარის შემდეგ დამრჩა. და სასურველია თუ არა გარურჯვა?

პასუხი
-პიგმენმტური ლაქები უმეტესად ქალებს უჩნდებათ. ეს დაკავშირებულია ქალის ფიზიოლოგიის თავისებურებებთან. ლაქების გაჩენის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს: მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავების სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება. არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით კანის განსაზღვრულ უბნებში გროვდება დიდი რაოდენობით პიგმენტი- მელანინი და კანი მუქ ელფერს იძენს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამკოვლევების ჩატარება, რადგან შეიძლება, ამ კოსმეტიკური ნაკლის მიზეზი ორგანიზმის შიგნით მდებარეობდეს. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში პიგმენტური ლაქები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან და ისინი მხოლოდ ვიზუალური ნაკლის რანგში განიხილება. ამ საკითხს უფრო ყურადღებით უნდა მოეპყრან ისინი ვის ნათესავებსაც აქვთ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქები.
უნდა აღინიშნოს, რომ გადამეტებული პიგმენტაცია ჩვეულებრივ მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება, უმეტესად ეს გაზაფხულობით ხდება. ამიტომ ქალმა (მითუმეტეს თუ მიდრეკილია ასეთი ლაქების გაჩენისკენ) უნდა ატაროს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებლი, მსუბუქი და დახურული ტანსაცმელი. სასურველია მზის სათვალის ტარებაც. გარეთ გასვლის წინ აუცილებელია დღის დამცავი კრემის წასმა. კრემის ეტიკეტზე წერენ SPF და უთითებენ ციფრებს 4-დან 60-მდე. გაამრავლეთ ეს ციფრი 15-ზე და მიიღებთ წუთების რაოდენობას, რომლის განმავლობაშიც კრემი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. კვების რაციონში შეიტანეთ А, В, С ვტამინებით მდიდარ პროდუქტები.  
თუ პიგენტური ლაქები უკვე გაგიჩნდათ, მაშინ არსებობს მათგან თავს დაღწვის რამდენიმე საშუალება:
1. სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესა, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანს ტიპის, ფერის და პიგმენტური ლაქების მდგმარეობის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ ერთი რამ_ თავდაპირველად უნდა გამოცადოთ ეს კრემი და ნახოთ ხომ  არ ხართ მასზე ალერგიული.
2. ხალხური საშუალებები_ ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოხცხარის და ბევრი სახვა მცენარის საფუძველზე. მაგალითად:
> გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.
>მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.
>ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
>ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წთ. შემდეგ დაიბანეთ.
>1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრ შაქარი, 100 მლ წყალი აურიეთ კარგად და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20-30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
>ახალ კიტრს წვრილ სახეხზე გახეხთ, დაუმატებთ 1 ს.კ. ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი სახის კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს, აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, გააჩერეთ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში.
3. დაბოლოს, პილინგი, რომელიც პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად