. 15 კვირის ორსული ვარ ოდნავ მუცელიც მეტყობა ძაან ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

23-06-2014

-გამარჯობათ. 15 კვირის ორსული ვარ ოდნავ მუცელიც მეტყობა ძაან გამხდარი ვარ მაინტერესებს მუცელზე წოლა შეილება თუ არა? მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. კიდევ მაინტერსებს ზოგჯერ ვგრძნობ მოძრაობას თითქოს პეპელასავით გაფარფატდებაო მუცელში მაგრამ ვფიქრობ ხომ არ მეჩვენებათქო მეორე ორსულობაა

პასუხი
-მუცელზე წოლა მოუხერხებელიც არის და საზიანოც. გვერდზე წოლა ერთ-ერთი საუკეთესო პოზაა ძილის დროს ორსულობის პერიოდში. ორსულობის 20 კვირამდე შეგიძლიათ იწვეთ ზურგზეც, ხოლო 20 კვირის შემდეგ რეკომენდაციას ვუწევთ ორსულის გვერდზე წოლას. ზურგზე წოლისას ნაყოფი აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელსაც სისხლი ქვედა კიდურებიდან გულისკენ მიაქვს, ზოგჯერ მარცხენა გვედზე წოლასაც ურჩევნ იმისთვის, რომ ღვიძლზე ზეწოლა შემცირდეს. ძილის დროს თუ გვერდს რამდენჯერმე იცვლით (სანამ შეგიძლიათ) ეს არანაირი ზიანის მომტანი არ არის.
და თუ მაინც ზურგზე წოლა არ გეთმობათ, პატარა ბალიში ამოიდეთ ზურგს უკან, წელთან ან ფეხები შეაწყვეთ მასზე. ამ მდგომარეობაში ღრუ ვენიდან სისხლის უკუდენა გაიოლდება და გულს ზედმეტი დატვირთვა მოეხსნება.
რაც შეეხება ნაყოფის მოძრაობას, ქალი პირველი ორსულობისას ნაყოფის მოძრაობას გრძნობს ორსულობის 18-20 კვირის, ხოლო განმეორებითი ორსულობისას 16-18 კვირის შუალედში. ორსულობის ამ ვადაზე თქვენი შეგრძნება შესაძლოა ნაწლავების პერისტალტიკას უკავშირდებოდეს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად