მაინტერესებს ზაფხულის ცხელ დღეებში რამდენად უსაფრთ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

23-06-2014

-მაინტერესებს ზაფხულის ცხელ დღეებში რამდენად უსაფრთხოა 3 წლის და კიდევ ერთი თვის ბავშვების კონდენციონერის ქვეშ ყოფნა განსაკუთრებით ღამის საათებში თუ მაგალითად კონდენციონერს 23 გრადუსზე დავაყენებ. ვერ ვახერხებ ბავშვების თბილისიდან გაყვანას.

პასუხი
-გთავაზობთ ამონარიდს ნანა ხუცაიძის სტატიიდან „რისი უნდა გვეშინოდეს ზაფხულში“
-„კონდიციონერი იწვევს ჰაერის დეიონიზაციას და სასურველია ოთახში, სადაც კონდიციონერია, გქონდეთ ჰაერის იონიზატორიც. გარდა ამისა კონდიციონერის ფილტრები ბინძურდება და საჭიროა პერიოდულად მათი გასუფთვება ან გამოცვლა.
ზოგადად კი, თუნდაც ფილტრები სუფთა იყოს, კონდიციონერის ჩართვისას ოთახის ჰაერი ღრიბია ჟანგბადით, რაც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, ამიტომ საათში ერთხელ კონდიციონერი უნდა გამორთოთ და ოთახი გაანიავოთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კონდიციონერი აშრობს ჰაერს, თუმცა არსებობს კონდიციონერთა თანამედროვე მოდელები, რომლებიც შედარებით უკეთ ინარჩუნებს ჰაერის ტენიანობას.
კონდიციონერი უნდა იყოს იმ ფართობის შესაბამისი, რომელსაც აგრილებს და არ არის სასურველი, რომ გარემოს ტემპერატურასთან შედარებით 10 გრადუსზე მეტად დაწიოთ ოთახში ტემპერატურა, რადგან ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლილება სტრესია ორგანიზმისთვის.
გთავაზობთ ჩვენი ვებ გვერდის სტატიიდან (ავტ. ნანა ხუცაიძე) ამონარიდს:
საშიშია თუ არა კონდიციონერი
კონდიციონერმა, ისევე როგორც სხვა რთულმა ტექნიკურმა მოწყობილობამ, თუ არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება გავნოთ. კონდიციონერი ისევე საშიშია, როგორც ჩართული უთო ან გაზქურა. არსებობს რამდენიმე რეალური რისკი, რაც დაკავშირებულია ჩვეულებრივ ოთახის კონდიციონერთან.
შეიძლება თუ არა გაცივდეთ?
კონდიციონერიდან მომდინარე ცივი ჰაერის ნაკადის ქვეშ ჯდომამ, ისევე როგორც ღია ფანჯრიდან შემოსულმა ნიავმა ან ორპირმა ქარმა, შეიძლება გაგაციოთ.
ფრთხილად, კონდიციონერია!
ამ მოწყობილობაში კიდევ ერთი საშიშროება იმალება: ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში საუცხოოდ მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა. ეს ბაქტერია ვრცელდება წყლის აეროზოლში, გაციებული ჰაერით ხვდება გარემოში და იწვევს სერიოზულ დაავადებას - ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. ლეგიონელოზი მკვეთრად საზონური დაავადებაა - ძირითადად ზაფხულში იფეთქებს ხოლმე. უკავშირდება კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას. გაციების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე ახურებს მას 30-35 C-ზე და ლეგიონელებისთვის გამრავლების საუკეთესო პირობები იქმნება.
არის თუ არა გამოსავალი?
ამ საშიშროებათა თავიდან ასაცილებლად სწორად უნდა აარჩიოთ კონდიციონერის დასადგამი ადგილი ან არ დაჯდეთ მის ახლოს. დაავადების კიდევ ერთი მიზეზია კონდიციონერის პულტზე ძალიან დაბალი ტემპერატურის დაყენება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარემოსა და ოთახის ტემპე-რატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 C-ს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 28 C-ია, ოთახში 24-21 C უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი. თუ დარწმუნებული არა ხართ, როგორი ტემპერატურაა ოპტიმალური, შეიძლება გამოიყენოთ რეჟიმი I FEEL. ამ რეჟიმში კონდიციონერი აირჩევს მიზნობრივ ტემპერატურას. ცივ სეზონზეც არ ღირს კონდიციონე-რის რეჟიმის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დაყენება, რათა არ დააქვეითოთ ორგანიზმის დაცვითი უნარი. ბუნებრივია, ასევე არასასურველია იჯდეთ კონდიციონერის გვერდით (კონდიციონერის მიერ გამოსროლილი ცივი ჰაერის ნაკადის წინ). ზოგიერთი ოფისის კონდიციონერი კონდენსატს სწრაფად იშორებს. თან ასეთ სისტემებში წყალი საკმაოდ დაბალი ტემპერატურისაა და მასში ლეგიონელები ვერ მრავლდებიან. თანამედროვე გამწმენდ და დამატენიანებელ სისტემებში დაყენებულია სპეციალური ბაქტერიოციდული ფილტრები. გარდა ამისა, კონდიციონერები საგანგებოდ მოწმდება მიწოდებული ჰაერის სისუფთავეზე, მიკროორგანიზმებზე. ლეგიონელებისა და მათგან გამოწვეული ლეგიო-ნელოზისგან თავდასაცავად ამოირჩიეთ კონდიციონერები, რომლებსაც აქვს ბაქტერიის საწინააღმდეგო ფილტრები და თანამედროვე დაცვის სხვა საშუალებები.“

http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_content&task=view&id=550&Itemid=58

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად