, ვარ 20 წლის, ბოლო პერიოდში ძალიან გადაღლილივარ დ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

23-06-2014

-გამარჯობა, ვარ 20 წლის, ბოლო პერიოდში ძალიან გადაღლილივარ და დაძაბული , ადვილად ვღიზიანდები და ვერ ვიძინებ ღამე 5 საათამდე და იქნებ მირჩიოთ რამე პრეპარატი დამამშვიდებელი, რომელიც მომიწესრიგებს ძილის რეჟიმს და თან არ გავხდები დამოკიდებული ამაზე, ანუ არმინდა შევეჩვიო, თუ არის ეგეთი პრეპარატი რამე, თან მაქვს გასტრიტი და ეროზიები კუჭს ხოარ გამიღიზიანებს წამალი? გმადლობთ

პასუხი
-იმისათვის რომ ორგანული პათოლოგია არ ჩამოყალიბდეს აუცილებელია დღის რეჟიმი დროულად მოიწესრიგოთ.
ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა, სტრესი, დეპრესია ნევროზი უძილობის განვითარებას უწყობს ხელს, სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი);
შეეცადეთ დაწვეთ ერთსა და იმავე დროს, ძილის წინ არ შეასრულოთ ბევრი გონებრივი სამუშაო (ვგულისხმობ მეცადინეობას, კომპიუტერთან თამაშს), არ ჭამოთ ძილის წინ, შეზღუდეთ კოფეინიანი სასმელის მიღება (ყავა, კოკა-კოლა, კაკაო და სხვა), ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაძინებამდე დალიეთ ნახევარი ჭიქა ტკბილი თბილი წყალი ან მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაწექით კარგად განიავებულ ოთახში.
სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და კვება. კერძოდ, კარგი იქნება კვების რაციონში ცილების, მცენარეული ცხიმის, საკვები ბოჭკოების (მარცვლეული, ახალი ბოსტნეული), ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჩართვა და დღის მანძილზე ზომიერ ფიზიკური აქტიობა. დასაწყისისათვის გირჩევთ ვალერიანის ნაყენი მიიღოთ. უფრო სერიოზული პრეპარატი უნდა დანიშნოს ექიმმა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად