ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხეთ რააააა...ვარ 37 კვირი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

20-06-2014

ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხეთ რააააა...ვარ 37 კვირის ორსული.ძალიან მისივდება ფეხები,შარდის ანალიზი გავიკეთე და ცილები არ მაქვს.ანალიზმა აჩვენა მარილები:შარდმჟავა და კრისტალები მცირე რაოდენობით.სხვა ყველაფერი ნორმაშია.ექიმმა დამინიშნა ურიკლარი#20 3ჯერ დღეში 7 დღე და ნოლაქსენი#5 ერთხელ დღეში 5 დღე.ურიკლარზე წავიკითხე უკუჩვენება ორსულებში და აღარ ვიცი დავლიო თუ არა.თქვენ რას მირჩევთ?რამდენად საშიშია ბავშვისთვის ან ჩემთვის ამ პრეპარატის მიღება?მადლობა

პასუხი
-ამ პრეპარატის გამოყენება რსულებში შესალებელია მხოლოდ მკურნალო ექომის დაკვირვებით.
თუკი შეშუპება კოჭ-წვივის სახსარს ასცდა და ზემოთ ამოცოცდა, თანაც ფეხები ისე ძლიერ გაქვთ შესივებული, რომ ფეხსაცმლის მორგებაც გიჭირთ, ექიმის მეთვალყურეობა უთუოდ დაგჭირდებათ, და ამ დროს ზოგჯერ გინეკოლოგი საავადმყოფოში დაწოლასც ურცევს ორსულს. თუ შეშუპება უმნიშვნელოა, ექიმი შინ დარჩენას გირჩევთ, ოღონდ არავითარი ფიზიკური დატვირთვა, ბაზარში სირბილი და გაზქურასთან საათობით ბზრიალი! შეშუპებას საწოლში მშვიდად წოლა ან დივანზე ნებივრობა უხდება.
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თირკმელები ნაკლებად იტვირთება, შესაბამისად, უკეთ მუშაობს, შარდიც მეტი გამომუშავდება და შეშუპებაც იკლებს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ორსულობის უკანასკნელ, მესამე ტრიმესტრში საგრძნობლად გაზრდილი ნაყოფი მუცლის ღრუს სისხლძარღვებს აწვება, რაც სისხლის მომარაგების შეფერხებას და, ამის კვალობაზე, შეშუპებას იწვევს. სწორედ ამ პერიოდში მართებს ორსულს ყველაზე მეტი ყურადღება.
მდგომარეობის შესამსუბუქებლად და ნაყოფზე ზეწოლის შესამცირებლად ორსულობის მერვე-მეცხრე თვეს ექიმები ქალს ხშირად მარჯვენა დუნდულის ქვეშ პატარა ბალიშის ამოდებას ან მარცხენა გვერდზე წოლას  ურჩევენ.
თუ შეშუპება გაწუხებთ, კვებით რაციონში რამდენიმე კორექტივის შეტანა ურიგო არ იქნება. გირჩევთ, დღის განმავლობაში მისაღები სითხის ოდენობა 800 მლ-მდე შეამციროთ. უნდა შეიზღუდოს  მარილი და  შაქარი (ტკბილეული) . თუკი ოჯახის წევრებს სადილ-ვახშამს თავად უმზადებთ, გირჩევთ, თქვენთვის ცალკე, მარილის მოყრამდე გადმოიღოთ. რაც შეეხება შაქარს და ტკბილეულს, იზღუდება არა მარტო ისინი, არამედ ის სურსათიც, რომელიც მონელების პროცესში მალევე გარდაიქმნება იოლად ასათვისებელ შაქრად. ასეთია მაკარონი (ვერმიშელი, სპაგეტი), კარტოფილი, გაწმენდილი ბრინჯი, წმინდად დაფქული ხორბალი და მისი ნაწარმი. ერიდეთ შემწვარს, ცხარეს, მწნილსა და მარინადს. უპირატესობა მოხარშულ, კარგად გამომშრალ და ორთქლზე მომზადებულ საკვებს მიანიჭეთ. მეტად სასარგებლოა საქონლისა და ქათმის მოხარშული ხორცი, უცხიმო თევზი, კვერცხი, ხაჭო, მაწონი. უხვად ჩართეთ მენიუში ხილი და ბოსტნეული: ყაბაყი, კიტრი, სალათა, სტაფილო, ვაშლი, კენკრა (დღეში 150-200 გრამი), ყურძენი, ალუბალი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად